დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1274-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430040000.05.001.102926 |
|
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. დაწესებულების ავტორიზაციის ვადა დაწესებულების ავტორიზაციის ვადაა 6 წელი.“. 2. 28-ე მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა აღნიშნული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის თარიღიდან აითვლება.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას (დაწესებულება), ჩაითვალოს ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1274-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები