„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025435
541
16/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
010220020.10.003.025435
„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №541 

2025 წლის 16 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა  შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:  

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს  რეგიონული  განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის წევრი;

 ე) საქართველოს  იუსტიციის  მინისტრის  პირველი  მოადგილე  − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  −  კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს  მთავრობის  საპარლამენტო  მდივანი − კომისიის წევრი.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2027 წლის პირველ იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე