„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016460
40
17/12/2025
ვებგვერდი, 22/12/2025
310150000.32.061.016460
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №40

2025 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 29/09/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.32.061.016155) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

  ა) „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;“;

ბ)  „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები

1. განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:

  ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – 2 (ორი) ერთეული;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – 1 (ერთი) ერთეული;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – 1 (ერთი) ერთეული;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა), თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;    

ე) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის   წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – 1 (ერთი) ერთეული.

2. განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე