საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1263-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102990
1263-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
090000000.05.001.102990
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. პირს, რომლის მიმართაც არ დაწყებულა ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, და მის ადვოკატს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობოთ 1 კვირის ვადაში. მათ უფლება აქვთ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივრონ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განჩინება გამოაქვს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1263-IVმს-XIმპ