დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1327-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.05.001.102946 |
|
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.05.001.018150) 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-13 პუნქტები:
„10. 2027 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სააგენტო უზრუნველყოფს: ა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას; ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სააგენტო ახორციელებს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-14 პუნქტითა და მე-14 მუხლის მე-5−მე-7 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 12. 2027 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) ჩერდება ამ კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მოქმედება. 13. სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს 2025 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.“. მუხლი 2 1. 2026 წლის 1 იანვრამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადების განხილვა დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე დადგენილი წესით. 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 2026 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით განსაზღვროს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1327-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები