დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017638 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ2“ ქვეპუნქტი: „უ2) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნებისათვის საბაზისო და თემატური სივრცით მონაცემთა ნაკრებების შექმნა და აღრიცხვა საველე ტოპოგრაფიული, დისტანციური ზონდირების, კამერალური და სხვა შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებით;“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ბ) მიწის რეგისტრაციის სამსახური;“; ბ) „ი.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი.დ) უძრავი ქონების აგეგმვის სამსახური;“. 3. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნებისათვის საბაზისო და თემატური სივრცით მონაცემთა ნაკრებების შექმნა და აღრიცხვა საველე ტოპოგრაფიული, დისტანციური ზონდირების, კამერალური და სხვა შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები