დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.55.067.016215 |
|
„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ წელიწადში ერთხელ.“; ბ) ბრძანების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,4. ამ მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება პირის ექსპერტად პირველად არჩევის შემთხვევაში.“; გ) ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. წარმოდგენილი დოკუმენტების დადებითად შეფასების შემდგომ, სააგენტო დაინტერესებულ პირს იწვევს გასაუბრებაზე. გასაუბრების შემდეგ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწვეულ ექსპერტად შერჩევის ან შერჩევაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით ატყობინებს დაინტერესებულ მხარეს.“; დ) ბრძანების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი: ,,4. მოწვეული ექსპერტი ვალდებულია: ა) იცნობდეს საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობას; ბ) იცნობდეს საზღვაო უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების მიზნებს და ამოცანებს; გ) იცნობდეს გემზე და ხმელეთზე არსებულ გარე და შიდა პროცესებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები