„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის N 16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის N 16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016476
30
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
010250050.35.136.016476
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის N 16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2025 წლის 23 დეკემბერი

დაბა ხულო

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/11/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.136.016418) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​2 მუხლით, 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით, 77​2 მუხლით, 82​5 მუხლით, 135-ე მუხლით, 146​1 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 152​9 მუხლებით, 1533 მუხლით, 153​4 მუხლით, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  (დანართის №1).".

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლითб 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით, 77​2 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 146​1 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 152​5 – 152​9 მუხლებით, 1533 მუხლით, 153​4 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“.

3. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​2, 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით, 772 მუხლით, 82​5 მუხლით, 135-ე მუხლით, 146​1 მუხლით, 150-ე მუხლით, 150​1 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 152​9 მუხლებით, 1533 მუხლით, 1534 მუხლით, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​2 მუხლითб 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით, 772 მუხლით, 82​5 მუხლით, 135-ე მუხლით, 146​1 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 152​5 – 152​9 მუხლებით, 1533 მუხლით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება გადაიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.

4. დადგენილების დანართი №1-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 552 მუხლით, 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით, 77​2 მუხლით, 135-ე მუხლით, 146​1 მუხლით, 150​1 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 152​5 – 152​9 მუხლებით, 1533 მუხლით, 153​4 მუხლით, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით  (გარდა კოდექსის 82​5 მუხლით და 150-ე მუხლით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) – ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე