დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016677 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილების (matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 23/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.158.016555) პირველ მუხლში და დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
|
| მუხლი 1 |
„მუხლი 1.
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №
1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. პოლიტიკური თანამდებობის პირები 1. საკრებულოს თავმჯდომარე – 1 (თანამდებობრივი სარგო – 6560 ლარი); 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 1 (თანამდებობრივი სარგო – 4960 ლარი); 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 (თანამდებობრივი სარგო – 4320 ლარი); 4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 5 (თანამდებობრივი სარგო – 3520 ლარი); 5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 (თანამდებობრივი სარგო – 3200 ლარი); 6. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 9 (თანამდებობრივი სარგო – 2560 ლარი).
მუხლი 2. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები 1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი: საკრებულოს აპარატის უფროსი (პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) –1 (თანამდებობრივი სარგო – 4640 ლარი). 2. პროფესიული საჯარო მოხელეები: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: ა.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); ა.ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 2 (თანამდებობრივი სარგო –2720 ლარი); ბ) საორგანიზაციო განყოფილება: ბ.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); ბ.ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 4 (თანამდებობრივი სარგო –2720 ლარი); ბ.გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2560 ლარი); გ) მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: გ.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); გ.ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო –2720 ლარი); გ.გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2560 ლარი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები