დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016103 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016119) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდგომ – კონსერვატორია) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სახელმწიფოს მიერ შექმნილი უმაღლესი ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი სამუსიკო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, ასევე, სამეცნიერო კვლევების წარმართვა. კონსერვატორია ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებით სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს. კონსერვატორია, აგრეთვე, შესაძლებელია ახორციელებდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამებს და მოკლევადიან, ინტენსიურ, უწყვეტი პროფესიული განვითარების სასერტიფიკატო პროგრამებს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კონსერვატორიაში სწავლების ენა არის ქართული. კონსერვატორიაში სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სახელოვნებო განათლების სფეროში აკადემიური უმაღლესი, სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისათვის – საორგანიზაციო საკითხებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში; ბ) სწავლების თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში; გ) სწავლის თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში; დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულებით ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კონსერვატორიის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი კონსერვატორია დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშავებს კონსერვატორიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;“. 5. მე-20 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე, დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;“. 6. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე, დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“. 7. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი ან სათანადო კომპეტენციის მქონე მოწვეული პირი.“. 8. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონსერვატორიის სტუდენტი/კონსერვატორიის პროფესიული სტუდენტი/კონსერვატორიის მსმენელი“. 9. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. კონსერვატორიის სტუდენტი/კონსერვატორიის პროფესიული სტუდენტი/კონსერვატორიის მსმენელი 1. კონსერვატორიის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კონსერვატორიის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კონსერვატორიაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე, პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი/შემოქმედებითი კომპონენტის ნაწილს კონსერვატორიაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში. 2. კონსერვატორიის პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს კონსერვატორიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე. 3. კონსერვატორიის მსმენელი არის პირი, რომელიც სწავლობს კონსერვატორიის პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების პროგრამაზე. 4. კონსერვატორიის პროფესიული სტუდენტის/კონსერვატორიის მსმენელის უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“. 10. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დავალიანების სამჯერ არსებობა;“. 11. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. განათლების საფეხურები 1. კონსერვატორიაში მოქმედებს აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 2. კონსერვატორიაში მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 3. კონსერვატორიაში მოქმედებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამები. 4. კონსერვატორიაში შესაძლოა მოქმედებდეს პროფესიული საგანმანათლებლო, პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები, აგრეთვე, მოკლევადიანი, ინტენსიური, უწყვეტი პროფესიული განვითარების სასერტიფიკატო პროგრამები.“. 12. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 1. აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას კონსერვატორია პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს. 2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად პირს ენიჭება შესაბამისად ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის პროფესიული კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით. 4. პროფესიული მომზადების პროგრამით ან პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება სერტიფიკატითა და დანართით. 5. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა/ცნობა. 6. მოკლევადიანი, ინტენსიური და უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის დასრულებისას გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი/ცნობა. 7. სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას გაიცემა სათანადო მოწმობა/ცნობა.“. 13. 46-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს კონსერვატორიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს კონსერვატორიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. კონსერვატორიამ, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები კონსერვატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. კონსერვატორიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება, სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.“. 14. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. კონსერვატორიის ბალანსის შედგენა და შემოწმება კონსერვატორია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. კონსერვატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“. 15. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონსერვატორიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით.“. 16. 49-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წესდებაში ცვლილების პროექტს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.
11. სამინისტრო წესდებას ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები