დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.41.046.016047 |
|
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 (www.matsne.gov.ge, 30/09/2022, 240140000.41.046.016022) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის“:
1. მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) განახორციელოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი ოქმის შედგენა.“. 2. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. სააგენტოს მიერ დათვალიერების ჩატარების პროცედურა 1. ობიექტის დათვალიერებას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. 2. დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალების საფუძველზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტის დათვალიერება არ წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზას. 4. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაავალოს მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წარმოადგინონ ობიექტი დათვალიერების მიზნით. 5. დათვალიერების პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს შორის შეთანხმებითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. 6. მხარე(ებ)ის ან/და მესამე პირ(ებ)ის წერილობითი თანხმობით ობიექტის დათვალიერებისას ხორციელდება მისი ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო გადაღება საჭიროებისამებრ. 7. ობიექტის დათვალიერებისას დგება ოქმი. დათვალიერების ოქმში უნდა მიეთითოს: ა) დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო; ბ) დათვალიერების განმახორციელებელი პირის ვინაობა; გ) დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა; დ) დათვალიერების საფუძველი; ე) ობიექტის დეტალური აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა; ვ) დამატებითი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 8. დათვალიერების ოქმის ფორმა განისაზღვრება ამ პროცედურის დანართი №2-ით. 9. დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ დათვალიერების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირ(ებ)ი. 10. უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 11. დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი დათვალიერების ოქმსა და მტკიცებულებებს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.“. 3. დაემატოს „დათვალიერების ოქმის“ ფორმა დანართი №2-ის სახით:
დანართი №2
დათვალიერების ოქმი № ___
დამსწრე პირთა ხელმოწერები: სახელი, გვარი: ხელმოწერა:
დამატებითი შენიშვნები:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები