დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016530 |
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცებულ იქნას „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი” (დანართი 1).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1. ახალშობილთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები: ა) რომელთაც შეეძინათ პირველი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ბ) რომელთაც შეეძინათ მე-2 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით. გ) რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. დ) რომელთაც შეეძინათ მე-4 და მეტი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ე) რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 300-300 ლარს, მეორე და მესამე – 400-400 ლარი, ხოლო მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 500-500 ლარს. 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2 000 (ორიათასი) ლარს 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მშობელი არ არის რეგისტრირებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ცნობა იმ მუნიციპალიტეტიდან სადაც არის რეგისტრირებული, რომ იქ არ აქვს ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მიღებული დახმარება; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. ამ მუხლის 1 პუნქტის შემთხვევაში ოჯახები დახმარებას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ახალშობილი დაიბადა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2025 წელს დახმარება არ აქვს აღებული. მუხლი 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიან ოჯახების დახმარებას ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილისათვის). 2. ოთხი შვილის შემთხვევაში, თუ ერთ-ერთს შეუსრულდება 18 წელი, დანარჩენ სამს გაუგრძელდება დახმარების მიცემა, სანამ მომდევნო წევრს არ შეუსრულდება 18 წელი 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოჯახის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ან პირადობის მოწმობების ასლები; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება 1. ამ პროგრამით სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებენ გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპიას, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტი და ასევე სხვა დაავადებების ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობას, სამკურნალო სარეაბილიტაციო პროცედურებს, ქცევითი თერაპიებსა და სხვა, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას: ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე) წევრი, 1.00-დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100 %, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით; ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით; გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით და ასევე მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი აღნიშნულ ბაზაში და მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება მათი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა 100-დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80%, არაუმეტეს 500 ლარი, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით. 2. მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას: ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე ) წევრი 1.00 -დან -800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით; ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000 დან 200000 ის ჩათვლით 1.00 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით; გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ასევე მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი აღნიშნულ ბაზაში და მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება მათი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა – 100 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80%, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით; დ) PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევა დაფინანსდება 600 ლარით. 3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ფორმა 100, ანგარიშ ფაქტურა და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის მძიმე ეკონომიკური პირობების შესახებ; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 4.მარტოხელა მშობლების დახმარება 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამოქალაქო რეესტრში. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას, ორი შვილის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას, სამი და მეტი შვილის შემთხვევაში 300 ლარიან დახმარებას (შვილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს). 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) მარტოხელა მშობლის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა მარტოხელა მშობლის შესახებ; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 5. სტუდენტების დახმარება 1. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს 1000 (ათასი) ლარით გაეწევათ დახმარება ერთჯერადად: ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 2. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №199/ნ 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) დაავადებები და სისტემატურად საჭიროებენ მკურნალობას, ასევე „ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ვლინდება ახალგაზრდა ასაკში“ და ხანგრძლივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას, ყოველთვიურად გაეწევათ 400 ლარიანი დახმარება: ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) სოციალურად დაუცველ ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000%- ჩათვლით სარეიტინგო ქულა; დ) მარტოხელა მშობლების შვილები. 3. სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სწავლის შესახებ; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე პუნქტის შემთხვევაში სამედიცინო ცნობა ფორმა №100; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6. უდედმამო ბავშვების დახმარება 1. მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი: 2. უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. 3. უდედმამო 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების პირადობის და დაბადების მოწმობის ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7. ხანდაზმულთა დახმარება 1. ერთჯერადად 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 წელი (2025 წლის 1 იანვრიდან) და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ (ოჯახის წევრმა მეუღლემ, შვილმა, შვილიშვილმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილის, შვილიშვილის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ფინანსური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 300 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები; 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალ დაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, სხვა ომის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის ვეტერანის და შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 9. ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა და გარდაცვლილ ოჯახის წევრთა ფინანსური დახმარება 1. ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 26 აპრილს, ერთჯერადად, მიიღებენ ფინანსურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ჩერნობილის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები ყოველთვიურად მიიღებენ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა №100; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11. ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით, დიაბეტით დაავადებულ, დაუნის სინდრომის ბავშვთა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება 1. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. 2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 3. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 4. დიაბეტით დაავადებულ ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №199/ნ 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) (18 წლამდე) დაავადებების ფინანსური დახმარება ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. ყოველთვიური დახმარება 100-100 ლარი მიეცემათ 18 წლამდე ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებს 6. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (მშობლების, მეურვის ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 12. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება 1. პროგრამა ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას 2 000 ლარით. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები (მეუღლე, შვილი, მშობელი) პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური დახმარება 1. ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხედველობა და სმენა დაქვეითებულ მოქალაქეებს 100-100 ლარის ოდენობით. 2. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ეპილეფსია, გონებრივი განვითარების შეფერხება და დემენციადაუზუსტებელი), მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც დაავადებულია ცეროზით-150 ლარის ოდენობით. 3. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 100 ლარის ოდენობით. 4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით. 5. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით. 6. ონკოლოგიური სენით (III და IV სტადია) დაავადებული მოქალაქეები ერთჯერადად დაფინანსდება 200 ლარით. 7. ფსორიოზით დაავადებულ პირთა დახმარება. ერთჯერადი დახმარება 300 ლარი მიეცემათ ფსორიოზით დაავადებულ პირებს. 8. პარკინსონით დაავადებულ პირთა დახმარება. ერთჯერადი დახმარება300 ლარი მიეცემათ პარკინსონით დაავადებულ პირებს, 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარი, მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიში; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსეროასლი. 8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე. 9. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით; მუხლი 14. ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში 1. მოქალაქეები, რომლებიც არიან მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, ქრონიკული ან დროებითითი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესაბამისად: ა) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა კაპიტალური საცხოვრებელი სახლი მთლიანად და საყოფაცხოვრებო ნივთები, დახმარება გაეწიოს 5 000 ლარის ოდენობით; ბ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართული – 4 000 ლარის ოდენობით; გ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული და საყოფაცხოვრებო ნივთებით – 3 000 ლარის ოდენობით; დ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე -2000 ლარი; ე) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) – 1000 ლარი; ვ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) საყოფაცხოვრებო ნივთებით – 2000 ლარი; ზ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა სადაც ცხოვრობს დღის განმავლობაში – 1000 ლარი; თ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც არ ცხოვრობს – 500 ლარი. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას), უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 100-დან 1000 ლარის ჩათვლით: ა) არის მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, შშმპ, შეჭირვებული- 100 ლარი; ბ) არის მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არა აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში –150 ლარი; გ) წარმოდენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 – 150 ლარი; დ) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100, დაავადებულია რამოდენიმე ქრონიკული დაავადებით – 200 ლარი; ე) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100, აქვს უმძიმესი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები – 300 ლარი; ვ) არის შშმ პირი, მრავლშვილიანი (3 და მეტი) ოჯახი, რომლებსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში – 500 ლარი; ზ) ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას – 500 ლარი. განსაკუთრებულ შემთხვევაში 1000 ლარი. 4. მცირეწლოვანი ბავშვები და მოქალაქეები, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებით – ლიმფომა, გლიომა, ლეიკემია, მელანომა; თავის ქალის პროგრესირებადი დეფორმაცია; ქვედა კიდურების ატროფია; სქოლიოზი – გამოხატული ნეკნოვანი კუზით; ავარიის შედეგად მიღებული ტრამვების რეაბილიტაცია, სხვა მძიმე დაავადებები, გაეწევათ გარკვეული თანხით დახმარება, არა უმეტეს 5 000 ლარისა. მოქალაქემ მკურნალობის შემდეგ უნდა წარმოადგინოს, მერიის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენების ანგარიში. სავალდებულოა ბენეფიცირი რეგისტრირებული იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 200000-ს, ან უნდა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. 5. აღნიშნული დახმარებების მისაღებად, ოჯახმა/მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან საჭიროების შემთხვევაში; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან; ვ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან; ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 15. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება 1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000 მდე. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელად მითითებული იქნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; დ) სოციალურ მომსახურეობის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირი წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს და ოჯახის წევრს. მუხლი 16. წითელი ჯვრის თანადაფინანსება („საქმიანობათა ცენტრი სამტრედიაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“) (სუბსიდიის სახით) (57 000 ლარი) 1. კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება) გულისხმობს თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასებას, ცოდნის ამაღლებას კატასტროფების შესახებ თემში მათი შესაძლებლობების გაზრდისა და თემის ეფექტური რეაგირებისათვის საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს; რეაგირების გუნდების შექმნას (მათ შორის პირველი დახმარების და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები), წვრთნას/სწავლებას, სიმულაციური ვარჯიშების მოწყობას და რეაგირების მექანიზმში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას; მუნიციპალიტეტების რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების (მათ შორის საოჯახო გეგმის) შემუშავებაში/განახლებაში აქტიურ მონაწილეობას. 2. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ითვალისწინებს მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტების მეშვეობით უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებსა (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა) და ექიმი-თერაპევტის, გინეკოლოგისა თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებსა და თემებში. ასევე სისხლის უანგარო, ნებაყოფლობითი დონაციის პროპაგანდის მეშვეობით სისხლის დონორების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის შევსებას, იმუნიზაციის გზით ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურ დაცვას მართვადი დაავადებებისაგან, საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის პანდემიებისთვის მზადყოფნას, ეპიდემიური კონტროლის, წყლის ჰიგიენისა და სანიტარიის, მასობრივი საგანგებო სიტუაციებიის მართვის, პირველი დახმარებისა და ფსიქოლოგიური პირველი დახმარების შესახებ ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარების განვითარების გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თემის დონეზე საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების გაუმჯობესებას; 3. სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“ ბაზაზე არის შექმნილი სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას. 4. ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, მათში ჰუმანიტარული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათ მობილიზებას და აქტიურ მონაწილეობას მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, როგორც სასოფლო, ასევე საქალაქო თემებში. ახალგაზრდებს ეძლევათ არაფორმალური განათლების და სხვადასხვა ცხოვრებისული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და უშუალო მონაწილეობას თემის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის გავნვითარებაში. ახალგაზრდებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება ჩაერთონ თანასწორთა განათლების პროცესში და დაეხმარონ თანატოლებს გახდენ უფრო მოტივირებულები, აქტიურები და გაიუმჯობესონ მათთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევები. მუხლი 17. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა პროგრამა ითვალისწინებს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის (დღის ცენტრის) ხელშეწყობას, კომუნალური ხარჯების თანადაფინანსებასა და ასევე ტრანსპორტირების დაფინანსებას. 2026 წლის განმავლობაში თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი ) და ასევე ტრანსპორტირების დაფინანსება, ორგანიზაციის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაირიცხება მათ ანგარიშზე, თანხა თვეში არაუმეტეს 1050 ლარისა. მუხლი 18. სოციალურად დაუცველი და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა 1, განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდება მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია; ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის ასლები; გ) გამქირავებლის ქონებრივ დეკლარაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ნოტარიუსთან დადებული ხელშეკრულება დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის; ე) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან; ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ზ) მესაკუთრის პირადობის ასლი; თ) მესაკუთრის საბანკო ანგარიშის ამონაწერი; ი) განცხადების დაწერის შემდეგ გაფორმდეს ხელშეკრულება გამქირავებელთან მუხლი 19. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ ღონისძიებების ტრანსპორტირების ხარჯები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებაზე ტრანსპორტით მომსახურება. მუხლი 20. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია 1. პროგრამა ითვალისწინებს 2025 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით ქალაქ სამტრედიაში რეგისტრირებული და მცხოვრები 2-15 წლის ჩათვლით ბავშვების, რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0-F84.9) ყოველთვიურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში- აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქალაქ სამტრედიაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი,სულ მცირე ADOS-2 აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, ADOS-2 ტესტირების შედეგი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ბანკის ანგარიშის ამონაწერი. მუხლი 21. მოწყვლადი ოჯახების ფინანსური დახმარება 1. ბავშვთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა, რომლებიც მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, გაეწევათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2. ქალთა და მამაკაცთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში, ოჯახის წევრებს შორის გამოვლენილი ძალადობის დროს, გაეწევათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. 3. უკიდურესად სიღარიბეში ყოფნის შემთხვევაში, ოჯახის წევრების უუნარობის, საკვების, პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების უქონლობის, უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ყოფნისა და ხანდაზმულთა (თანადგომის ქსელის არ ყოლა) დახმარების მიზნით, დამხარება გაეწევათ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით. 4 . მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 22. ბავშვის უფლებების და მხარდაჭერის პროგრამა 1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა ამოცანები: ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შემოსული განცხადებების განხილვა. ბავშვისა და ოჯახის შეფასება. ბავშვის/ბავშვების საჭიროების დადგენა. გრძელვადიანი ან მოკლევადიანი გეგმის დაწერა, საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის გადამისამარება შესაბამის უწყებაში, დამხმარე სერვისებში პრობლემის აღმოფხვრისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით. ოჯახის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე მუშაობა. სამიზნე ჯგუფი: ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახები, რომელთაც დაუდგათ მძიმე კრიზისული მდგომარეობა ან საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში, შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე. დახმარება გაიცემა მატერიალური, ფულადი ან/და ადამიანური რესურსების გამოყენებით. 2. ჩართვის კრიტერიუმები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები; ბ) მშობლის /მშობლების /მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება; გ) ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა (მშობელმა/მშობლებმა დაკარგეს სამსახური); დ) ბავშვის /ბავშვების/ მშობლის/მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება; ე) ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე; ვ) სტიქია (საცხოვრებლის დაკარგვა და არ აქვს ალტერნატიული ფართი); ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან; თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან; ი) ძალადობის მსხვერპლი მშობელი; კ) მარტოხელა მშობელი. მუხლი 23. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლო პირთათვის სპეციალური ტექნიკის შეძენა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლო პირთათვის სპეციალური ტექნიკის შეძენა. მუხლი 24. უდედმამო ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი: (შშმ პირებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის) და სხვა შეჭირვებული ოჯახებისთვის სააღდგომოდ და საახალწლოდ ერთჯერადი დახმარება უდედმამო ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი: (შშმ პირებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის) და სხვა შეჭირვებული ოჯახებისთვის სააღდგომოდ და საახალწლოდ მოხდება ერთჯერადად 300 ოჯახზე, 100-100 ლარის დარიცხვა ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 25. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები (მეუღლე, შვილი, მშობელი) პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 26. დაკრძალვის ხარჯი 1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, სხვა ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯი 250 ლარის ოდენობით. 2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირისგან განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი ომის მონაწილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 27. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრიებული სახლდაზიანებული და უსახკარო მოქალაქეებიის დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს უკიდურესად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არ ექვემდებარება აღდგენას/რეაბილიტაციას და მასში ცხოვრება მოსახლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია, ან საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებელი პირობების მოგვარებაში, რათა ოჯახებს მიეცეს პრობლემის შემსუბუქების და სოციალური ფუნქციონირების ამაღლების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ იქნა ქვეპროგრამა „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა“. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწყვლადი ოჯახებისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული პროექტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახლდაზიანებულ მოქალაქეთა განცხადების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ე.წ. „მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი“. 2. მესაკუთრე ვალდებულია 10 წლის განმავლობაში არ განკარგოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აშენებული მცირე ფართიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განხორციელდა სახლის მშენებლობა, რაზედაც პროექტის განხორცილების დაწყებამდე გაფორმდება ურთიერთშეთანხმების აქტი. მუხლი 28. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ სრულყოფილ დოკუმენტაციაზე. 3. მე-14 მუხლის გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას, სამსახური მასალებს გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას. 4. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება- კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ. მუხლი 29. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით. 2. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 30. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 31. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში კომისიის დასკვნისა და მერის ბრძანების საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები