,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.142.016369
23
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
190040000.35.142.016369
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. ნინოწმინდა

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2023, 190040000.35.142.016309) და დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებისათვის, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 1000  (ერთი ათასი) ლარის ოდენობით  ყოველთვიურად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანამე და მისი მოქმედება გავრცელდეს   2026  წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი