დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017656 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის თანდართული წესი.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სასიგნალო იარაღის, ასევე, იარაღის ძირითადი ელემენტების (გარდა სასიგნალო იარაღისა) რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების (მათ შორის, ჩამოწერის), იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისა და გაუქმების, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის, იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის, იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, აგრეთვე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესსა და პირობებს.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;“; გ.ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საბრძოლო მასალა − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბრძოლო მასალა, ხოლო სასიგნალო იარაღის შემთხვევაში ამავე კანონის მე-2 მუხლის „მ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაზნა;“; გ.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი, გარდა სასიგნალო იარაღისა/მოწყობილობისა, რომელსაც არ აქვს იარაღის დადგენილი ფორმა;“; გ.დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) დამატებითი ძირითადი ელემენტი – რეგისტრირებული ან პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილი იარაღისგან (გარდა სასიგნალო იარაღისა) კონსტრუქციულად განცალკევებული ძირითადი ელემენტი, რომელიც წარმოადგენს იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს და გამოიყენება იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებული ძირითადი ელემენტების დადგენილი წესით დროებით ჩასანაცვლებლად;“; გ.ე) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ან ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 112 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი;“; დ) მე-3 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტის: დ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფიზიკური პირის მიერ შეძენილი/კუთვნილი თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი და მათი ძირითადი ელემენტები, ასევე მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი;“; დ.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამონადირეო პროფილის იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები, ასევე მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი;“; დ.ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი.“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეგისტრაციისა და ხელახალი რეგისტრაციის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა A, B, C, D, S, F, G, H, I და K კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. ამასთან, იარაღის რეგისტრაციითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით დასტურდება: ა) სააგენტოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13-144 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა; ბ) იარაღზე და მის დამატებით ძირითად ელემენტებზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლება; გ) იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“; დ.გ) მე-4 პუნქტის: დ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) S კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რომლებზეც გაიცემა იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;“; დ.გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) I კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − სამონადირეო პროფილის იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების, ასევე მისი კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას;“; დ.გ.გ) ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) K კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას.“; ე) მე-4 მუხლის: ე.ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა;“; ე.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების საფუძველი, გარდა ამავე კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იარაღის შეძენის ნებართვას ან/და რეგისტრაციას დაკარგული აქვს იურიდიული ძალა;“; ვ) 41 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მესაკუთრე ფიზიკური პირი, მოსარგებლე, ასევე, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“-„ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან იარაღის ძირითადი ელემენტის (გარდა სასიგნალო იარაღისა) შეძენიდან 10 დღის ვადაში განახორციელონ: ა) საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღზე, კონსტრუქციით გათვალისწინებული იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტით შეცვლა (იარაღზე მისი კონსტრუქციულად დამაგრება) და ასეთი სახით შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტის სააგენტოში რეგისტრაცია; ბ) შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით რეგისტრაცია (იარაღის პირველადი რეგისტრაციისას დასაშვებია შეძენილი იარაღის ძირითადი ელემენტის იარაღთან ერთად, დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით დარეგისტრირება. ამ შემთხვევაში იარაღის პირველადი და ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება ერთდროულად, ერთიანი პროცესით).“; ზ) მე-5 მუხლის: ზ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი მისამართი.“; ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დასაშვებია მესაკუთრემ ან მოსარგებლემ გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ასევე, ნებართვის მფლობელმა ის თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც გაცემულია იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, იარაღის შენახვის ადგილის გარდა დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, თუ მის მიერ ადგილზე (არსებული პირობების გათვალისწინებით), უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა.“; თ) 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულმა მესაკუთრე ინდივიდუალურმა მეწარმემ და იურიდიულმა პირმა იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი; ბ) დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი სააგენტოსთან ურთიერთობას აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით) და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განცხადება; დ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტი (გარდა ლეგალიზაციის შემთხვევისა); ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა); ვ) მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადასატანად, ასევე, ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ან დამამზადებლის მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოსადგენად, იარაღის დროებითი მოწმობა გაიცემა ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის სახელზე.“; ი) 127 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 127 1. პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იწვევს მის სახელზე არსებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) არ უქმდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში. 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასიგნალო იარაღზე გაცემული ნებართვა არ უქმდება ამავე კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია გაასხვისოს მასზე რეგისტრირებული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა დაკარგავს იურიდიულ ძალას და მოხდება იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევა.“. |
| მუხლი 2 |
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი, 2025 წლის 1 ივლისამდე პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით სააგენტოსათვის წარდგენის ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 მარტი.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები