„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017655
126
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
140120000.22.034.017655
„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №126

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2023, 140120000.22.034.017382) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე, მათი ძირითადი ელემენტებისა და სასიგნალო იარაღის ბალისტიკური შემოწმების, იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის, იარაღის საერთო სიგრძის დადგენისა და იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესსა და პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იარაღი – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი, ასევე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სასიგნალო იარაღი, რომლებზეც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სააგენტო გასცემს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ან/და რომელთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას/ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი, გაზის (აირის) იარაღი და პნევმატური იარაღი;

გ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი (გარდა სასიგნალო იარაღისა/მოწყობილობისა, რომელსაც არ აქვს იარაღის დადგენილი ფორმა);

დ) დამატებითი ძირითადი ელემენტი – რეგისტრირებული ან პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილი იარაღისაგან (გარდა სასიგნალო იარაღისა) კონსტრუქციულად განცალკევებული ძირითადი ელემენტი, რომელიც წარმოადგენს იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს და გამოიყენება იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებული ძირითადი ელემენტების დადგენილი წესით დროებით ჩასანაცვლებლად;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 112 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის:

ა.ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იარაღის რეგისტრაციისას (მათ შორის, იარაღის შეძენის ნებართვის გასაცემად) და ხელახალი რეგისტრაციისას – ფიზიკური პირის კუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღსა და გაზის (აირის) იარაღზე, ასევე, ფიზიკური პირის კუთვნილ ან მისთვის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გადაცემულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღზე, ასევე სასიგნალო იარაღზე;

ბ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;

გ) ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღსა და გაზის (აირის) იარაღზე, ასევე სასიგნალო იარაღზე;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა და პნევმატურ იარაღზე, ასევე სასიგნალო იარაღზე;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით სააგენტოში წარმოდგენილ სასიგნალო იარაღზე;“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის, სასიგნალო იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს ამ წესის შესაბამისად უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება (ეს წესი არ გამოიყენება, თუ იარაღის პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხორციელდება დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია).

8. იარაღის შეძენისას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს ამ წესის შესაბამისად უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება (ეს წესი არ გამოიყენება, თუ იარაღის პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხორციელდება დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია).“.

4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სასიგნალო იარაღს არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე