დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016580 |
|
დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/11/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.156.016538). მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი
|
|
თავი I დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები. მუხლი 3.დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვოს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 27 716,5 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარში
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 24 297,2 ათასი ლარით:
მუხლი 5.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 430,7ათასი ლარის ოდენობით ათას ლარებში
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 988,6 ათასი ლარის ოდენობით.
თავი III დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 22 414,2 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარში
მუხლი 8.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5116,3 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 324,5 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
2. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50,0ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
თავი IV დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 27,8 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო 5144,1 ათასი ლარით: (ათასი ლარებში)
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0ათასი ლარით: 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. დმანისის მუნიციპალიტეტის ნაშთმა 2025წლის 1 -ლი იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 2 122 847ლარი,ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების ნაშთმა 1 588 302 ლარი,სულ 3 711 149 ლარი. საიდანაც ხარჯების დასაფარად მიმართული იქნა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები 2 122 847 ლარი, ხოლო ტრანსფერების ნაშთიდან მიმართული იქნა1 579 000 ლარი,მათ შორის: საქართველოს მთავრობის 2023წლის 28 დეკემბრის N2402 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 596981,84 ლარი კერძოდ: -ქ.დმანისში ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 153252,43 ლარი.+ -ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილოგზიდან სოფ.მაშავერაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 377602,45 ლარი.+ -ქ.დმანისში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 23894,71 ლარი.+ -დმანისის მუნიციპალიტეტის ამამლო-ირგანჩაის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 42702,37ლარი.+ -ქ.დმანისში სიონის ქუჩის რეაბილიტაციიდან 2490 ლარი.+ -ქ.დმანისში ვახტანგ გირგასლის N6-ის სახურავის რეაბილიტაციიდან 3060,39 ლარი.+ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 აპრილის N550 განკარგულებიდან სოფელ მამიშლოში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და სკვერისმოწყობა 21 710,87 ლარი.+ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N2685 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან: -სოფელ ახალი გოდაგდაგის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის დასრულებისათვის 9092 ლარი, საგარანტიო თანხა 2,5% + -სოფელ ქვემო კარაბულახის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციიდან საგარანტიო 2,5%-ის ოდენობით 12243,89 ლარი.+ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის N1213 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 22508 ლარი (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ანხორციელება). + საქართველოს მთავრობის 2023წლის 28 დეკემბრის N 2401 განკარგულებიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დარჩენილი თანხა 66 000 ლარი.+ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის N75 განკარგულებიდან დატოვილი თანხა საგარანტიო 2,5% 4349,16 ლარი.+ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 განკარგულებიდან 736 000 ლარი.სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.+ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 ივლისის N 932 განკარგულებიდან 82 608,59 ლარი, სოფელ გომარეთში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებიდან.+ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ივლისის N 1025 განკარგულებიდან დარჩენილი თანხა 21482,35 ლარი „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ინიციატივის განსახორციელებლად.+ ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2026 წლის განმავლობაში. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 55.6 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2019 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2025 წლის 1ოქტომბრის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 55,6 ლარს, ხოლო 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 27,8 ლარი და სესხზე დარიცხული პროცენტის სავარაუდო ოდენობა შეადგენს 11,0 ათას ლარს, მათ შორის 2025 წელს სავარაუდოდ გადასახდელია 6,0 ათასი ლარი. თავი V დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2026 წლისთვის,პროგრამები/ ქვეპროგრამები მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2026 წლის პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი რედაქციით: 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00) . მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნუშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.აქედან გამომდინარე 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების,აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია,ასევე საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია.ზემო აღნიშნულის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ა) გზების მიმდინარე მოვლა შენახვა
ა.ბ) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ა) წყლის სისტემის ექსპლოატაცია
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაცია
გ) გარე განათება
გ.ა) გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
გ.ბ) გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი
გ.გ) კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში.
დ) ბინათმშენებლობა
დ.ა) ბალანსზე რიცხული შენობების ექსპლოატაცია დარეაბილიტაცია
დ.ბ) ავარიული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ე) კეთილმოწყობა
ე.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა- რეაბილიტაცია
ვ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
ზ) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და საექსპერტო მომსახურება.
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ა.ა)დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
გ) კაპ. დაბანდებები დასუფთავების სფეროში
დ) უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
3. განათლება (0400) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას ,რაც თვითმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს რომლის ფარგლებშიც ყოველ წლებში ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ა) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
ბ) საგანმანათლებლო ცენტრი
გ) პროფესიულ სტუდენტთა ხელშეწყობა
დ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა
4. კულტურა, ახალგაზრდობა სპორტი 05 00
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას.ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი,ისე ფიზიკური თვალსაზრისით)განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას,წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასდა შესაბამისი პირობების შექმნას,რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლებობის გამოვლენა.
ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლა
სპორტული ღონისძიებები
კულტურის სფეროს განვითარება
ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
ა(ა)იპ დმანისის სამუსიკო სკოლა
ა(ა)იპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახური
კულტურული ღონისძიებები
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
ინიციატივების თანადაფინანსება
ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 0505)
წარჩინებული სტუდენტებისა და წარმატებული სპორტსმენების წახალისება
ნიჭიერი ახალგაზრდობის ხელშეწყობა
პროგრამის დასახელება და პროგრამული კოდი - საგამომცემლო მომსახურება 0506 განმახორციელებელი სამსახური - შპს „გაზეთი დმანისი“ პროგრამის აღწერა და მიზანი - მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „გაზეთი დმანისი“, რომელიც ახორციელებს ორ ენოვანი გაზეთის ყოველთვიურ ბეჭდვასა და მოსახლეობისთვის დარიგებას. გაზეთს აქვს საკუთარი შემოსავლები 5000 ლარის ოდენობით, მუნიციპალური სუბსიდია შეადგენს 60 000ლარს. გაზეთი გამოდის თვეში 1000 ცალი. პროგრამა წარმოადგენს არსებული პოლიტიკის თუ ახალი პოლიტიკის ნაწილს პროგრამა წარმოადგენს არსებული პოლიტიკის ნაწილს დაფინანსების წყარო - ადგილობრივი ბიუჯეტი მოსალოდნელი საბოლოო შედეგი, ასიგნებების ზღვრული მოცულობის პირობებში უზრუნველყოფილია გაზეთის უწყვეტი ბეჭდვა და მოსახლეობის ინფორმირება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი, დამატებითი დაფინანსების პირობებში უზრუნველყოფილია გაზეთის უწყვეტი ბეჭდვა და მოსახლეობის ინფორმირება. პროგრამის განხორციელების ვადები - მუდმივი პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები2:
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ა) ჯანმრთველობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთველობაზე, ჯანმრთველობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთველობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას,პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა. ათას ლარებში.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს.
თავი VI დმანისის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
თავი VII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი16 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 101-ე მუხლის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 35.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. მუხლი 17 დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება,ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება),დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18 1. დმანისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა,ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დმანისის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19 პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 20 დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების,შპს-ების ბიუჯეტის და საშტატო ნუსხის დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21 საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით: 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება,გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა,წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. 2. ერთ პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთ პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს,(გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4.ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.ამ მუხლის 2-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური,განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). მუხლი 22 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 23 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200.0 ათასი ლარის ოდენობით და სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 24. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 430,7 ათასი ლარი განაწილდეს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 191,7 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის-1.0 ათასი ლარის ოდენობით. დ) საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ 56 მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით 24,0 ათასი ლარის ოდენობით. ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთველობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნბრძანებით დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისათვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესი.აღნიშნული ბრძანების თანახმად პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამის შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტს 2026 წლისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა განისაზღვრა 214,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები