„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016585
41
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010250020.35.156.016585
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №41

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016290) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი N1):

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით:

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფის - ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებისგან.“

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით:

3. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები.

გ) მე-5 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის პროცესში მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;

ყ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი