დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016586
42
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010250050.35.156.016586
დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №42

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი



დანართი
დმანისის  მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის

გ ე გ მ ა


თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება

 

1.1 შესავალი

 წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ.

 

1.2 გეგმის მიზანი

გეგმის მიზანია:

- საგანგებო სიტუაციებისაგან დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

- ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;

 - საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;

- ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;

 - ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.

 

1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები

დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.

საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართი #1-ში წარმოდგენილი ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი;

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი;

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი.

 

1. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

დმანისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, ამავე რეგიონში მას ესაზღვრება ბოლნისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი და სომხეთის რესპუბლიკა.

 დმანისის მუნიციპალიტეტი:

 ფართობი - 119880 ჰა.

 სასოფლო-სამეურნეო სავარგული - 85 948 ჰა (72%)

 არასასოფლო-სამეურნეო - 33 932 ჰა (28%).

 ტყის ფართობი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 23800 ჰა, რაც 20%-ს შეადგენს.

 მოსახლეობის საერთო რაოდენობა - 22 032 ადამიანი;

 ქალაქის მოსახლეობა - 3050 ადამიანი;

 სოფლების მოსახლეობა - 18 982 ადამიანი;

 დასახლებების რაოდენობა - 58, ქალაქი - 1, ადმინისტრაციული ერთეული-17, სოფელი - 57.

 მდინარეები: მაშავერა 66 კმ.

მანძილი დედაქალაქამდე 97 კმ; რეგიონულ ცენტრამდე (რუსთავი) 105 კმ, უახლოესი პორტი (ფოთი) 416 კმ; უახლოესი აეროპორტი 110 კმ.

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია დანართ N2-ში, ხოლო, მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ N3-ში.

ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დმანისი, მუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციული ერთეულია:

1. . დმანისის – ქ. დმანისი;

2. ამამლო – ამამლო, ანგრევანი, ბაზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი;

3. განთიადი –განთიადი, ჯავახი, ტნუსი;

4. გომარეთი –გომარეთი, მამულო, კაკლიანი (ქართული), ქცია;

5. გუგუთი –გუგუთი, კამიშლო, ლოქჭანდარი;

6. დიდი დმანისი – დიდი დმანისი, ვარდისუბანი, პატარა დმანისი;

7. პანტიანი – პანტიანი, იაღუფლო, დალარი;

8. ირგანჩაი – ირგანჩაი;

9. იფნარი – იფნარი, დაგარახლო, კიზილაჯლო, ბახჩალარი, საჯა;

10. კამარლო –კამარლო, შახმარლო, ქარიანი;

11. კარაბულახი – ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, ძველი გოდაგდაგი, ახალი გოდაგდაგი, მამიშლარი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, სოგუთლო, უსეინქენდი;

12. კიზილქილისი – კიზილქილისა, შინდლარი, ორმაშენი;

13. მაშავერა – მაშავერა, უკანგორა;

14. ოროზმანი – ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, ვაკე, მთისძირი;

15. საკირეს – საკირე, გორა;

16. სარკინეთი – სარკინეთი, ახა, ველისპირი, განახლება;

17. ბოსლების – ბოსლები, კაკლიანი (აზერბაიჯანული).

 

1. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. დმანისის, წმინდა ნინოს ქუჩა N41-ში, საკ. კოდი #82.01.42.021. შენობა არის 3 სართული მიწის ზედა და სარდაფი. შენობა კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის კაპიტალური. საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, ელ-ენერგია ინტერნეტი და გაზი.

მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ადმინისტრაციული შენობა იკავებს 949,31 კვ.მ.-ს.

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 127 თანამშრომელი (მერია, საკრებულო, ქ.დმანისის რესურსცენტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი, დაცვის პოლიცია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის სერვის ცენტრი და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო).

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ N17 - ში.

 

1.7 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში - შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.

 შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყონებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:

მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.

შტაბის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;

ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;

გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;

ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთანთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;

ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;

ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;

თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;

კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილი 1-ში.

 

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:

ცხრილი 1

ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია

თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია

შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა

1

შტაბის უფროსი

საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

დანართი N4, პუნქტი 1

2

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

დანართი N4 პუნქტი 2

3

შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური

ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს, ქ. დმანისის განყოფილების უფროსის მოადგილე

დანართი N4 პუნქტი 3

4

შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში;

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

დანართი N4 პუნქტი 4,

5

შტაბის წევრი

სატრანსპორტო საკითხებში;

ეკონომიკის სამსახურის უფროსი

დანართი N4 პუნქტი 5

6

შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საკითხებში; ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის საკითხებში;

საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების

უზრუნველყოფის საკითხებში

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსი

დანართი N4 პუნქტი 8, 10, 13

7

შტაბის წევრი

სამედიცინო უზრუნველყოფის და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებში;

ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის

უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

დანართი N4 პუნქტი 6,7

8

შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

დანართი N4 პუნქტი 11

9

შტაბის წევრი

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში

მუნიციპალური ინსპექცია

დანართი N4 პუნქტი 9

10

შტაბის წევრი

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაცის ღონისძიებების უზრუნველყოფა

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

დანართი N 4 პუნქტი 12

11

შტაბის წევრი (დამხმარე ფუნქცია)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზაციის ხელმძღვანელი

დანართი N 4 პუნქტი 1, 2, 6, 7, 11,12.

 

1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.

ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს

სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას,

ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) - თანამშრომლებისათვის

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა.

შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი 5-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართი 6-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.

მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონალური ტელემაუწყებლობისა და პრეს-სამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.

მოსახლეობის გაფრთხილება ხდება პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით.

1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8.

1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართი 9-ში.

1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკები დანართი 10.); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის სქემა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11.)

1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

 

II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება

2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი

2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე.

2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:

ა) საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სტიქიური პროცესების გააქტიურების კუთხით აღსანიშნავია ძლიერი ქარი, ქარიშხალი, სეტყვა, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყრული პროცესები, ტყის და მინდვრის ხანძრები, ეპიდემია, ეპიზოოტია და სხვა.

კომპანია RMG Gold-ის მიერ მადნის მოპოვება ღია კარიერებით ხდება მიწის ზედაპირთან ახლოს არსებული, შედარებით დაბალი ხარისხის საბადოებიდან. წიაღისეულის მოპოვების პროცესში წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნივთიერებები, ძირითადად, წყლის საშუალებით ვრცელდება. ლითონები, რომლებიც ნაკლებად მოძრავი იყოს წიაღში, მოპოვებითი სამუშაოების დროს გამოთავისუფლდებან და დიდი რაოდენობით აღწევენ მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებში, მადნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი კუდებიდან ხდება გარემოში მძიმე მეტალების და სხვა საშიში დამაბინძურებლების (ციანიდი, კონცენტრირებული ჟავები და ტუტეების ნაწარმები) გავრცელება. სამთომოპოვებითი პროცესებით გამოწვეული ჰაერის დაბნძურება ხშირად იწვევს რესპირატორულ და ონკოლოგიურ დაავადებებს. დასნებოვნების ზონაში შეიძლება მოექცეს მოსახლეობა - დაახლოებით 2500 ადამიანი.

მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დავადების კერები, როგორიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამლები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნერვოზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების მხრივ არ გამოირიცხება ისეთი დავადებების გაჩენა როგორიცაა: ბრუცელიოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, ღვარცოფული მოვლენები, მეწყრული პროცესები.

 

2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.

2.2.1. რისკის შეფასების დრო: 12.08.2025.

2025 წლის 12 აგვისტოს რისკის შეფასების მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები.

2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები 2 და 3 მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.

 

1. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა

ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:

ცხრილი 2

 

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

ძლიერი ქარი, ქარიშხალი

6

5

30

2

დიდთოვლობა

5

4

20

3

მიწისძვრა

2

8

16

 

ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:

ცხრილი 3

 

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

ხანძარი

4

6

24

2

მიწისძვრა

2

8

16

 

II თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი

 ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

 

დანართი N12 - ძლიერი ქარი, ქარიშხალი;

დანართი N13 - დიდთოვლობა;

დანართი N14 - მიწისძვრა.

 

ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

 

დანართი N15 - ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში;

დანართი N16 - მიწისძვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

IV თავი. გეგმის დანართები

4. გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:

ცხრილი 4.

 

დან.

დანართის დასახელება

1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

2

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები

3

მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით

4

შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები

5

საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა

6

მართვის სისტემის სააკოორდინაციო სქემა

7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი

8

რეაგირების სხვა ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი

9

დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი

10

საევაკუაციო რუკები

11

მერიის შენობის ევაკუაციის სქემები

12

რისკის სცენარი - ძლიერი ქარი, ქარიშხალი

13

რისკის სცენარი - დიდთოვლობა

14

რისკის სცენარი - მიწისძვრა

15

რისკის სცენარი - ხანძარი მერიის შენობაში

16

რისკის სცენარი - მიწისძვრა მერიის შენობაში

17

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებების რუქების ელექტრონული მისამართები მოცემულია დანართ N 17 ში.