“დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციიის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციიის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 04/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.009.414
  • Word
1217
02/10/2006
სსმ, 136, 04/10/2006
200.110.000.22.033.009.414
“დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციიის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.009.414

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1217

2006 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 221-ე და 224-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №8, მუხ. 91) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამხანაგობის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამხანაგობის სახელით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება.“;

ბ) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,61“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61. თუ პირის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს, იგი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე.

 მაგალითი: შპს ,,დავითმა“, შპს ,,გიორგისთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,გიორგის“ ერთჯერადი ოპერაციის ფარგლებში უნდა მიაწოდოს მის მიერ წარმოებული საქონელი (ან მომსახურება), რომლის მიწოდების ფასი (დღგ-ის გარეშე) შეადგენს 100 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,დავითი“ აღნიშნული მიწოდების (ოპერაციის) განხორციელებამდე ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად (გატარდეს რეგისტრაციაში) შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში;

 მაგალითი: შპს ,,დავითმა“, სხვადასხვა პირებთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად (ან მის გარეშე), სხვადასხვა მომხმარებელს ერთ დღეში უნდა მიაწოდოს (საერთო ჯამში) 100 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი (ან მომსახურება), იგი ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად (გატარდეს რეგისტრაციაში) შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში.“;

გ) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,9. საწარმოს საწესდებო (საემისიო) კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ შესატანის საქონლის ფორმით განხორციელებისას, აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადისა.“;

დ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 224-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის მუდმივი დაწესებულების ან ამხანაგობის) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ლიკვიდაციის, გარდაცვალების (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის) ან ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი