დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და შპს ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 572 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.10.003.025466 |
|
შპს – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და შპს – ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (ს/ნ: 215147990) და შპს – ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის (ს/ნ: 415081084) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი. |
| მუხლი 2 |
2026 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 სექტემბრის №398 დადგენილება „შპს – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და შპს – ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
|
შპს –
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (ს/ნ: 215147990) და
შპს – ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის (ს/ნ: 415081084) მიერ
|
დანართი №1 შპს – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიერ, ამ წესის შესაბამისად, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
დანართი №2 შპს ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის მიერ, ამ წესის შესაბამისად, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები