„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016757
11
25/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
010250050.35.153.016757
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება   „მცხეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის  განხორციელებასთან  დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების  შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებით (matsne.gov.ge, 08/01/2018, 010250050.35.153.016393) დამტკიცებულ   №1 დანართში, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული  1 დანართის  მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

ა) „მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილების მიღებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 988 (ცხრასოთხმოცდარვა) ლარისა  და 35 თეთრის  ოდენობით.

2. დადგენილებით დამტკიცებული  1 დანართის  მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ა). „5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს რიგით სხდომაზე, საკრებულოს რიგითი სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება  788 (შვიდასოთხმოცდარვა) ლარი. ხოლო კომისიების სხდომების    არასაპატიო  მიზეზით  თითოეული  გაცდენისათვის   100 (ასი) ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი