დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №944 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320060.22.027.017639 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №944 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №944 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010320060.22.027.017432) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) თანამშრომლის ოჯახის წევრის (მეუღლე; არასრულწლოვანი შვილი/ნაშვილები) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარება;“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის პირველი მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო კალენდარული წლის განმავლობაში ერთი თანამშრომლის მიმართ გასაწევი ფინანსური დახმარების ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 25000 ლარს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ ქვეპუნქტი: „11. ამ წესის პირველი მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით ფინანსური დახმარება, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, გაიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის გასაწევი ან/და გაწეული ფინანსური დახმარების ოდენობა თანამშრომლის მიერ მისი ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის თვის წინა თვის თანამდებობრივი სარგოს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გამოკლებით) სამმაგ ოდენობას აღემატება. თანამშრომლის ოჯახის წევრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარება გაიცემა თანამშრომლის ფინანსური დახმარებისთვის ამ წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის წინადადებითა და კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობით, რაც ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებით დასტურდება, კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს და გადაწყვეტილება მიიღოს ელექტრონულ სხდომაზე – ტელეკომუნიკაციის ელექტრონული საშუალების მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში კომისიის ერთი ან რამდენიმე წევრი უფლებამოსილია კომისიის სხდომაზე ჩაერთოს ტელეკომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.“. 4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გარდამავალი დებულება ამ წესის პირველი მუხლის: ა) „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარება შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი განცხადება კომისიას 2025 წლის 1 დეკემბრის შემდეგ წარედგინა; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარება შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი იურიდიული ფაქტი (ფინანსური დახმარების საფუძველი) 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დადგა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები