„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018776
141/ნ
25/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
040030000.22.022.018776
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №141/ნ

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ, №38, 21/03/2007) დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ  სამინისტრო) ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.“;

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირის სახელი, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საზოგადოებრივი წესრიგის/სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის/ქონების/ბუნებრივი რესურსების/სახელმწიფო ინტერესების დაცვა ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ინიციატივის განხილვა სამინისტროს მიერ

1. ამ წესის 41 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  საკრებულოს გადაწყვეტილებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიციატივის წარმდგენი თავად საკრებულოა), სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გზავნის  სამინისტროში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამატებით უნდა ერთოდეს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლები – ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე