„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016053
53/ნ
26/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
310010010.77.090.016053
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №53/ნ

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის №51/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/09/2025, 310010010.77.090.016051) დამტკიცებულ „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესში  შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:     

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი  (შემდგომში – სანებართვო დოკუმენტი) – სათანადოდ შევსებული, ერთწლიანი ან მოკლევადიანი სანებართვო დოკუმენტი (მოკლევადიანი სანებართვო დოკუმენტი ძალაშია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში), აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიისთვის შესაბამის შტამპებთან ერთად („EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“) და აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ ტერიტორიებზე მისი შეზღუდვის მითითებით (A, GR, H, I, RUS). სანებართვო დოკუმენტი უფლებას ანიჭებს გადამზიდველს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა წევრ ქვეყნებს შორის;

ე) სააღრიცხვო წიგნი – ციფრული ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს ECMT სანებართვო დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი ECMT სანებართვო დოკუმენტით შესრულებული სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ, დატვირთული და დაუტვირთავი გარბენების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს ECMT სანებართვო დოკუმენტის გამოყენების სისწორის და ეფექტურობის გასაკონტროლებლად;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ – „ე3“ ქვეპუნქტები:

„ე1“) ECMT ციფრული სისტემა (DS) – ECMT-ს ციფრული სანებართვო დოკუმენტების სისტემა მათი გაცემის, გაუქმების, ჩანაცვლების, ადმინისტრირების, გამოყენებისა და კონტროლის მიზნით. ECMT-ს ციფრულ სისტემაზე წვდომა შესაძლებელია ვებ-პორტალისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით;

2) ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული ECMT სანებართვო დოკუმენტის შესახებ, ასევე იმართება ECMT ციფრული სისტემის მეშვეობით და გამოიყენება კონტროლის მიზნებისთვის;

3) რეისის საინფორმაციო დოკუმენტი – სააღრიცხვო წიგნის ამონაწერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბოლო ათი რეისის შესახებ, შესრულებული კონკრეტული ECMT სანებართვო დოკუმენტით და გამოიყენება კონტროლის მიზნებისთვის;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სანებართვო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში გადამზიდველი ვალდებულია მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

 3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სანებართვო დოკუმენტი ძალაშია მხოლოდ მაშინ, თუ თან ერთვის სათანადოდ შევსებული სააღრიცხვო წიგნი და სანებართვო დოკუმენტის  შესაბამისი ვადიანი სერტიფიკატები.

4. დაუშვებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სერტიფიკატების ლამინირება ან დამცავი ფირით დაფარვა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცალკეული წევრი ქვეყნის (ავსტრიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის ან/და რუსეთის) ტერიტორიაზე ECMT ციფრულ სისტემაში (DS) სანებართვო დოკუმენტის და შესაბამისი სააღრიცხვო წიგნის გამოყენებისას აღნიშნულ სისტემაში ფიქსირდება ამ ქვეყნების მიერ დაწესებული ტერიტორიული შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვები ასევე აისახება ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენის შემთხვევაშიც  (შესაბამისი აღნიშვნით).“.

4მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადამზიდველმა 10 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს სააგენტოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მენეჯერთან ან/და მძღოლთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ. აღნიშნული შეტყობინებით ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალ მენეჯერთან ან/და მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი დანართით №3 გათვალისწინებული ფორმით. 

7. გადამზიდველმა 10 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის ცვლილების შესახებ.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სანებართვო დოკუმენტის  შეცვლა და ჩამორთმევა

1. სანებართვო დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს სარეზერვო სანებართვო დოკუმენტით   მოქმედების დარჩენილი ვადით.

2.  სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს გადამზიდველების მიერ ECMT სანებართვო დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ECMT ციფრული სისტემის (DS) საშუალებით.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დგინდება, რომ გადამზიდველი შესაბამის  პერიოდში (სანებართვო დოკუმენტის მოქმედების ვადის დაწყებიდან შემოწმებამდე პერიოდი) არ იყენებს სანებართვო დოკუმენტს (ან რომელიმე შეზღუდული ქვეყნის კვოტას), მას ეძლევა გაფრთხილება სანებართვო დოკუმენტის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ. გაფრთხილების მიუხედავად, გადამზიდველის მხრიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სანებართვო დოკუმენტის  (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) გამოუყენებლობის შემთხვევაში, გარდა ობიექტური მიზეზის არსებობისა (მაგალითად: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწყობრიდან გამოსვლა, ბუნებრივი მოვლენების გამო სატრანსპორტო ოპერაციების გაჭიანურება, ბაზარზე კვალიფიციური მძღოლების ნაკლებობის გამო არსებული სირთულეები და სხვა), კომისია იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) ჩამორთმევის შესახებ.

4. თუ გადამზიდველი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს თვითნებურად გადასცემს/ელექტრონულად ანიჭებს სხვა გადამზიდველს ან/და გამოიყენებს სხვა გადამზიდველზე გაცემულ ნებისმიერი სახის სანებართვო დოკუმენტს, რაც იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი გადამზიდველზე გაცემული ყველა სანებართვო დოკუმენტის ჩამორთმევის შესახებ. 

5. სანებართვო დოკუმენტების ჩამორთმევის ან დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელია გაიცეს სარეზერვო სანებართვო დოკუმენტი სხვა გადამზიდველზე დარჩენილი მოქმედების ვადით. 

6. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, სანებართვო დოკუმენტთან  დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, ჩამორთმევა, სარეზერვო სანებართვო დოკუმენტის გაცემა) გამოიყენება საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სახელმძღვანელოს დებულებები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.

 


დირექტორი ბაკურ მიქაძე