„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016974
17
29/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010250020.35.160.016974
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლი 29 დეკემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის N21 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 08/02/2018წ., 010250020.35.160.016457) პირველი მუხლით დამტკიცებულ  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულებაში“ (დანართი N1) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი მართვისა და კოორდინაციის განყოფილება;“

ბ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი მართვისა და კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ან/და საზედამხედველო და საპროექტო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების  შესაბამისად,  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და დოკუმენტალური მონიტორინგის განყოფილებასთან კოორდინაციით, სამართლებრივი შესრულების მონიტორინგს;

ბ) სამსახურის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ან/და საზედამხედველო და საპროექტო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ინფრასტრუქტურის და მშენებლობა-რეაბილიტაციის მართვის განყოფილებასთან კოორდინაციით, ტექნიკური შესრულების მონიტორინგს;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი საგარანტიო ვადის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელებას და შესაბამისი ქმედებების გატარებას.

დ) სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე სტატისტიკის წარმოებას;

ე) სამსახურის სხვა განყოფილებებთან კოორდინაციით პროექტების შედეგიანობის ანალიზს, მოსალოდნელი პრობლემების გამოვლენას და მისი გადაჭრის ღონისძიებების შემუშავება/გატარებას;

ვ) განყოფილების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე პერიოდული ანგარიშების მომზადებას და ხელმძღვანელისთვის წარდგენას;

ზ) ეფექტიანი მართვის მიზნით თანამედროვე ინსტრუქციების და პროცედურების შემუშავებას, პრაქტიკაში დანერგვასა და შესრულების მონიტორინგის წარმოებას;

თ) პროცესების გაუმჯობესების  და  საქმიანობის გაძლიერების მიზნით ახალი ინიციატივების,   წინადადებების წარდგენას, არსებული პრობლემების ანალიზს და შესაბამისი  გეგმების შემუშავება/მოძიება/დანერგვას;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი