საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6-11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017390
6-11
26/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250050.35.101.017390
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-11

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 64-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის N1288-IVმს-XIმპ კანონის მე-3 მუხლის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის ყველა მფლობელი გათავისუფლდეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.
მუხლი 2
ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (ს/ნ 405026877) დაევალოს „A“ კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელის მომხმარებლის პირად სივრცეში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება,  კერძოდ 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე დარიცხული ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან გათავისუფლება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე