„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017657
129
29/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010340000.22.034.017657
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №129

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გამოვლენა და იდენტიფიცირება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, უცხოელის, საქართველოს მოქალაქის ან სხვა პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გამოვლენასა და იდენტიფიცირებას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული წესით აკავებს უცხოელს, საქართველოს მოქალაქეს ან სხვა პირს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე3) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გამოვლენასა და იდენტიფიცირებას;“;

ბ) „ე4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე5“ ქვეპუნქტი:

„ე5) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული წესით აკავებს უცხოელს, საქართველოს მოქალაქეს ან სხვა პირს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე