„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016938
1-1/482
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
040110030.22.024.016938
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/482

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1023-IVმს-XIმპ, 11/11/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/02/2011, 040110030.22.024.016035) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობის (მათ შორის – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით)/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.“;

) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ (მხოლოდ საპრივატიზებო  ან სარგებლობის საფასურის გადახდის პირობით) ან პირობებით. უპირობო აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა, ხოლო პირობიანი  აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულება.

4. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – ქონების სააგენტო) ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო.“;

) მე-8 − მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც თანახმაა, ვალდებულების სახით იკისროს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

9. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სარგებლობაში გადაცემისა და მართვის უფლებით გადაცემის დროს საწყისი საპრივატიზებო თანხა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

10.  აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა მოძრავი ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გარდა), ხოლო მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.“;

) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აუქციონი ცხადდება პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.

2მე-2 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უძრავი ქონების/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზების და მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში 15 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში (თუკი მისი პრივატიზება არ ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) 30 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, ხოლო სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში 7 კალენდარული დღით აღემატება სარგებლობაში გადაცემის ვადას, მაშინ შეიძლება მისი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი თანხის გამოყენება (სახელმწიფო ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“/მე-7 პუნქტის „ე“/მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).“;

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანო, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.privatization.ge (ერთი  აუქციონი ერთი ლოტის სახით), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შესაძლებელია გამოქვეყნდეს ვებგვერდზე www.nasp.gov.ge. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge.

6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას, ხოლო მოძრავი ქონების შემთხვევაში – ასევე ქონების მოკლე აღწერას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები) და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;

დ) საწყის საპრივატიზებო თანხას;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს (მრგვალდება ერთი თეთრის  სიზუსტით). იმ შემთხვევაში, თუ საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს (მრგვალდება ერთი თეთრის  სიზუსტით). ამასთან, განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში,  საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  უნდა შეადგენდეს  არანაკლებ 1 ლარს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უძრავი ქონების/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზების და მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში  არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, ხოლო მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში (თუკი მისი პრივატიზება არ ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ბიჯის სიდიდეს, რომელიც განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ლარს;

ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების პროექტს (უპირობო აუქციონის შემთხვევაში);

კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.“;

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სახელმწიფო ქონების შემძენს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.“.

3. მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან განმკარგავი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო თანხაზე/საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურზე დამატებით.“;

)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის გამოცხადებულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/გაააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული აუქციონისათვის ცალ-ცალკე.“;

) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების შემძენად/მოსარგებლედ/მართვის უფლებით მიმღებად.“.

4. მე-4 მუხლის:

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო თანხიდან/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო, ყველაზე მაღალი საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის  შემთავაზებელი პირი.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის თანხის სრულად გადახდის თარიღისა და ქონების გადაცემის პირობების გამოქვეყნება ითვლება  ოფიციალურ შეტყობინებად.“;

) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში:

ა) აუქციონში გამარჯვებულის მიერ საპრივატიზებო საფასურის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აუქციონის პირობა მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა იყო;

ბ) ამ წესით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;

გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები;

ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თუკი:

ვ.ა) აუქციონში გამარჯვებული არ შეიძლება წარმოადგენდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

ვ.ბ) აუქციონში გამარჯვებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში არ წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა დგინდებოდეს აუქციონში გამარჯვებულის დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი – ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა დგინდებოდეს ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ი.“.

5.  მე-5 მუხლის:

) პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;

ე) ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 2. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

3. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად).“;

) მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება.“.

6.  მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ანგარიშსწორება

აუქციონის გვერდზე ხელმისაწვდომია საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის, ასევე ბეს გადახდის ფორმები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, აუქციონისა (საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის მითითებით) და ქონების მმართველის შესახებ ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით, ასევე გადახდის ფორმების გამოყენების წესი.“.

7. მე-7 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გარიგებათა გაფორმების წესი“;

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და გამარჯვებულს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება იდება:

ა) უძრავი ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზებისას აუქციონის ჩატარებიდან 45  კალენდარული დღის ვადაში;

ბ) მოძრავი ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) პრივატიზებისას – პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარულ დღეს;

გ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზებისას – პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.“;

) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  - 12 პუნქტები:

„11. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ამ პუნქტში მითითებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

12. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის  საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა) პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე, წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად და აუქციონის შედეგები ძალას კარგავს.“;

) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი პრივატიზება ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

7. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო საფასურის ნაწილად.“;

) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ქონების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.

10. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქონების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი, თუ საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულება, ამ ვალდებულების/ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას არ საჭიროებს.“;

) მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12პუნქტი:

„121. სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ამ ქონების რეალიზაციის ფორმისა) ახალ მესაკუთრესა და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულება/ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, თუ აღნიშნული ქონების ამ მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციამდე სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;

) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან  30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო  გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით ან ელექტრონულ დადასტურებას, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“.

8. მე-8 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (გარდა მოძრავი ქონების უძრავ ნივთთან ერთად პრივატიზების შემთხვევისა) გატანის (მფლობელობაში მიღების) ვადა“;

პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან. ქონების სპეციფიკისა და განთავსების ადგილის გათვალისწინებით,  სააგენტოს მიერ ქონების  პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ასევე შესაძლებელია განისაზღვროს ამ პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული  ქონების გატანის ვადა.

2. თუ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, აუქციონში გამარჯვებული მოითხოვს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილზე მეტ ვადას, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს დამატებითი ვადა არაუმეტეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ქონების საპრივატიზებო საფასურის 0.1%-ის ოდენობის პირგსამტეხლო, ჯამში არანაკლებ 1 ლარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ქონების გატანამდე თითოეული დღისათვის. დამატებითი ვადის განმავლობაში ქონების შემთხვევითი დაღუპვის რისკი ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი