დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 607 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025501 |
|
შპს – სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს – სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
|
შპს – სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
დანართი N1 ამ დანართით განსაზღვრულია იმ საქონლის/მომსახურების შესყიდვა, რომელიც საჭიროა სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოს მომარაგებისათვის და გამართულად ფუნქციონირებისათვის. ქვემოთ აღნიშნული საქონლის/მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო კოდებზე პირდაპირი წესით ერთჯერადად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს, მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 1 500 ლარს, ხოლო თამბაქოს შესყიდვისას – 100 000 ლარს. საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
დანართი N2 ამ დანართით განსაზღვრულია იმ საქონლის/მომსახურების შესყიდვა, რომელიც საჭიროა სამინისტროს სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიებისა და სხვა კომერციული ობიექტების მომარაგებისათვის და გამართულად ფუნქციონირებისათვის. ქვემოთ აღნიშნული საქონლის/მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო კოდებზე პირდაპირი წესით ერთჯერადად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს, მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 1 500 ლარს, ხოლო თამბაქოს შესყიდვისას – 100 000 ლარს. საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
დანართი N3 ამ დანართით განსაზღვრულია იმ საქონლის შესყიდვა, რომელიც საჭიროა სამინისტროს კომერციული დაკვეთის შესრულების მიზნით (სადღესასწაულო მენიუ/პროდუქტი, სტუმრების ვიზიტი და სხვა). ქვემოთ აღნიშნული საქონლის შესყიდვისთვის საჭირო კოდებზე პირდაპირი შესყიდვის საშუალებით ერთჯერადად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.
საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
დანართი N4 ამ დანართით განსაზღვრულია იმ საქონლის შესყიდვა, რომელიც საჭიროა სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ კვებითი უზრუნველყოფისათვის საჭირო ლანჩ-პაკეტების უზრუნველსაყოფად. ქვემოთ აღნიშნული საქონლის შესყიდვისთვის საჭირო კოდებზე პირდაპირი შესყიდვის საშუალებით ერთჯერადად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები