„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016792
57
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
300280000.16.009.016792
„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №57

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე  მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
1. „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილების (ვებგვერდი, 04/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016641), პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“:

ა) მე-5 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ წესების მიზნებისთვის, საირიგაციო სისტემით მოსარგებლე ტერიტორიებად მიიჩნევა როგორც საირიგაციო სისტემის საპროექტო არეალში არსებული ტერიტორიები (მათ შორის,  სასოფლო-სამეურნეო მიწები, მდელოები (საძოვრები), დასახლებული პუნქტები), ასევე საპროექტო არეალის გარეთ არსებული ტერიტორიები, სადაც წყლის მიწოდება ხორციელდება თვითდენით ან წყლის მიწოდება ხორციელდება მექანიკური აწევით.“;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცებისა და ახალი საირიგაციო სეზონისთვის საირიგაციო სისტემაში წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გაფორმების (1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდის) დაწყების შესახებ“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1-„ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1. ერთ წლიან პერიოდზე შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შემთხვევაში, ახალ საირიგაციო სეზონზე, გასული წლის  წყალსარგებლობის განრიგის პირობებით შეთანხმების შეთავაზების შესახებ - შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს, რომ განსაზღვრულ ვადაში მომხმარებლის მიერ შეთავაზების დაუდასტურებლობა განიხილება შეთავაზებაზე უარის თქმად. ამასთან, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დისტანციურად დაადასტუროს მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი შეთავაზება. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს (რომელმაც გასულ წელს ისარგებლა წყალსარგებლობის განრიგით) შეთავაზება უნდა გაეგზავნოს ყოველი წლის 1 თებერვლიდან 10 დღის ვადაში.

2. მრავალწლიან პერიოდზე შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შემთხვევაში, მიმდინარე წლის საირიგაციო პერიოდში  გასული წლის პირობებით წყალმომარაგების შესახებ - შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს, რომ განსაზღვრულ ვადაში მომხმარებლის მიერ შეთავაზებაზე უარის არ არსებობის შემთხვევაში, მიმდინარე წლის საირიგაციო პერიოდზე, მომხმარებლის წყალმომარაგება განხორციელდება წინა წლის შეთანხმებული პირობებით, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააზუსტოს ან შეცვალოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად - ამ შემთხვევაში, მომხმარებლის (რომელსაც შეთანხმებული აქვს მრავალწლიანი წყალსარგებლობის განრიგი) ინფორმირება უნდა განხორციელდეს ყოველი წლის 1 თებერვლიდან 10 დღის ვადაში.“;

ბ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ შეთავაზების დისტანციურად დადასტურება უნდა განხორციელდეს კოდური სიტყვის ან ერთჯერადი კოდის გამოყენებით, ან მომხმარებლის სხვა მოქმედებით, რომელიც ადასტურებს მის თანხმობას (მაგ., მომხმარებლის მიერ ციფრების კომბინაციის გამოყენება და სხვა).“;

გ) მე-13 მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საირიგაციო სისტემა და მისი შემადგენელი ინფრასტრუქტურა ემსახურება მხოლოდ საირიგაციო მიზნებს. აღნიშნული სისტემის (ან მისი ნაწილის) ნებისმიერი სხვა დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლობა სრულად თავსებადია სისტემის პირველად დანიშნულებასთან და არ ახდენს მასზე უარყოფით ზეგავლენას. შესაბამისად, დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეათანხმოს საირიგაციო სისტემით (მათ შორის, სისტემის ცალკეული ელემენტებით) არასაირიგაციო მიზნით სარგებლობა. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება რაიმე სახით აფერხებს საირიგაციო სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ზღუდავს მიმწოდებლის საოპერაციო საქმიანობას ან ცვლის სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს ან/და ამცირებს მის ეფექტურობას.“;

დ) 41-ე მუხლს:

დ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროფილურ მომხმარებელთან გარიგება დაიდო წყლის იმ მოცულობაზე, რომელიც მანამდე მოთხოვნილი იყო არაპროფილური მომხმარებლის მიერ, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შემთხვევაში – სხვა პროფილური თუ არაპროფილური მომხმარებლის მიერ, აღნიშულ მოცულობაზე ჩერდება გარანტირებული წყლის მიწოდების პირობა და მომხმარებელთან წყლის მიწოდება განხორციელდება საპროგნოზო მიწოდების ფარგლებში (საირიგაციო სისტემაში ჭარბი დაუკონტრაქტებელი წყლის მოცულობის გამოვლენის შემთხვევაში). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მომხმარებელს როგორც ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით, წერილობით ან ელექტრონულად;

ბ)  საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის რესურსი მომხმარებლებზე გაანაწილოს სამართლიანობისა და თანაბარი სარგებლობის პრინციპით, სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.";

დ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. თუ კალენდარული წლის 1 მარტის მდგომარეობით, მომხმარებელთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგების მიხედვით, რომელიმე საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებული წყლის მოცულობის 60% ათვისებულია, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ აცნობოს ტექსტური შეტყობინებით. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

) 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

„მუხლი 411. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური  განხილვის საფასური

1. საირიგაციო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და წყლის რესურსის რაციონალური მართვის მიზნით, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გეგმური პერიოდი განისაზღვრება ყოველი წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით. დამატებითი ხარჯებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების შესახებ განაცხადით, მიმწოდებელს მიმართოს საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე (არაუგვიანეს 31 მარტისა).

2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების მოთხოვნით მიმწოდებელს მიმართავს გეგმური პერიოდის დარღვევით (1 აპრილიდან), მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასური წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასური წარმოადგენს თანხას, რომელიც ანაზღაურებს კომპანიის იმ არაგეგმურ შრომასა და გაუთვალისწინებელ ხარჯს, რაც წარმოიშობა იმის შედეგად, რომ მომხმარებელმა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების მოთხოვნით არ მიმართა კომპანიას განსაზღვრულ ვადაში. კერძოდ, საფასური ანაზღაურებს მიმწოდებლის კვალიფიციური პერსონალისა და სპეციალისტების შრომითი რესურსის არაგეგმურ მობილიზებას (გადართვას), აგრეთვე უკვე შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგების მიხედვით დაგეგმილ წყლის მიწოდების რეჟიმში ცვლილებების შეტანისა და ტექნიკური გადაანგარიშებისთვის საჭირო ძალისხმევას.

4. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური  განხილვის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის მიერ საირიგაციო პერიოდში წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების განაცხადის განხილვის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასური წარმოადგენს მიმწოდებლის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.

5. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური  განხილვის საფასური განისაზღვრება დღგ-ის ჩათვლით:

ა) პროფილური მომხმარებლისთვის – 5 ლარის ოდენობით (10 ჰექტრამდე);

ბ) 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე პროფილური მომხმარებლისთვის, ასევე არაპროფილური მოხმარებლითვის – 10 ლარის  ოდენობით.

6. დაგვიანებული განაცხადის რეგისტრაციისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასურის შესახებ. მომხმარებელს უფლება აქვს, შეტყობინებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში უარი განაცხადოს მოთხოვნის განხილვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაერიცხება აღნიშნული საფასური.

7. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ადგილი აქვს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ცვლილების ან წყალსარგებლობის განრიგის გაუქმების მოთხოვნას, აგრეთვე თუ დაგვიანებით მიმართვა გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით.".

) 45-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალსარგებლობის განრიგი საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. წყალსარგებლობის განრიგი შეიძლება შეთანხმდეს როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან პერიოდზე. ამასთან, მრავალწლიანი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მოითხოვოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეცვლა, გაუქმება ან  წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება ერთწლიან პერიოდზე.“;

ვ.ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. წყალსარგებლობის განრიგი ფორმდება მომხმარებლის მიერ მითითებული სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე წყლის მიწოდების რეჟიმში ასახული აგროვადების მიხედვით დადგენილი რწყვის ჯერადობის გათვალისწინებით.  აგროვადების მიხედვით დადგენილი რწყვის ჯერადობისგან გადახვევა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ წარმოებული საირიგაციო ოპერაციების ტექნოლოგიური თავისებურება ობიექტურად მოითხოვს დამატებითი რწყვის ოპერაციების განხორციელებას, ან თუ წყალსარგებლობის განრიგი შეთანხმდა იმ პერიოდში, როდესაც გასულია აგროვადების მიხედვით განსაზღვრული შესაბამისი რწყვის ოპერაციის განხორციელების ვადა. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, შეცვალოს, გადაიტანოს ან გააუქმოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული რწყვის ოპერაცია.“;

ზ) 52-ე მუხლს:

ზ.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მომხმარებელმა ზედიზედ ორჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა დარიცხული მომსახურების საფასური.“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე, ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უნდა აცნობოს:  მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავალიანების გადაუხდელობით მომარაგება შეწყვეტილ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს საფასურის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.“;

ზ.გ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომხმარებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში მომსახურების საფასურს იხდიდა ამ წესებით დადგენილ ვადაში – თუ დეპოზიტი მოთხოვნილი იყო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;“;

თ) 691 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 692 და 693 მუხლები:

„მუხლი 69². აკვაკულტურის წყალსატევისთვის (ტბორისთვის) გაწეულ მომსახურებაზე მომსახურების საფასურის დარიცხვის გარდამავალი რეჟიმი

1. წინამდებარე მუხლი არეგულირებს აკვაკულტურის წყალსატევზე (შემდგომში – ტბორი) მომსახურების საფასურის დარიცხვის წესს 2026 წლის ერთწლიან გარდამავალ პერიოდში, რაც გამოწვეულია წყალსარგებლობის აღრიცხვიანობის (გამრიცხველიანების) მოწესრიგების აუცილებლობით.

2. 2026 წლის საანგარიშო პერიოდში, ამ მუხლით გათვალისწინებულ მომხმარებლებთან გაწეულ მომსახურებაზე ვრცელდება წლიური მომსახურების საფასური, რომელიც წარმოადგენს 2026 წლისთვის მიმწოდებელსა და მოხმარებელს შორის შეთანხმებულ ფიქსირებულ ანგარიშსწორების პირობას საირიგაციო სისტემით სარგებლობისა და წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მომსახურებაზე და არ არის დამოკიდებული წყლის ფაქტობრივად მიწოდებულ მოცულობაზე (მათ შორის – აღრიცხვის კვანძის/მრიცხველის ჩვენებებზე), გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების (ოპერაციის) შესაბამისად. ამასთან, კომისიის მიერ კუბურ მეტრზე დადგენილი ტარიფის ამოქმედებამდე პერიოდში, თითოეულ ფაქტობრივად გაწეულ ოპერაციაზე დარიცხული თანხა წარმოადგენს ამ ოპერაციის ღირებულებას და განისაზღვრება მოქმედი წლიური მომსახურების საფასურის იმ წილის ოდენობით, რაც ამ ოპერაციისთვის არის განსაზღვრული შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით ან/და ხელშეკრულებით. კომისიის მიერ კუბურ მეტრზე დადგენილი ტარიფის ამოქმედების დღიდან, დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე, ტბორის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმის ფარგლებში ასათვისებელ (ან დარჩენილ) მოცულობაზე, კომისიის მიერ კუბურ მეტრზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ერთსა და იმავე მომსახურებაზე/ნორმატიულ მოცულობაზე ორმაგი დარიცხვა დაუშვებელია.

3. საირიგაციო სისტემით სარგებლობისა და წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მომსახურებაზე წლიური მომსახურების საფასური (შემდგომში – წლიური მომსახურების საფასური) გამოითვლება ტბორის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ტბორის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმის ფარგლებში, განსაზღვრული წყლის მოცულობის შესაბამისად.

4. წლიური მომსახურების საფასური მოიცავს ტბორის მიერ წყლის მოხმარებას, მისი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმის შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული ოპერაციების რაოდენობა, მისი შეცვლა ან გაუქმება არ იწვევს მხარეთა შორის შეთანხმებული წლიური მომსახურების საფასურის ცვლილებას.

5. ტბორის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმა გაანგარიშდება სამართლებრივი აქტით, ხოლო ასეთი აქტის არ არსებობის შემთხვევაში – ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში მიმწოდებლის მიერ მის ოფიციალურ ვებგვერდზე, საჯაროდ გამოცხადებული მეთოდის მიხედვით. ამასთან, წლიური ნორმატიული მოცულობის ოპერაციები და თითოეული ოპერაციისთვის წყლის მოცულობა მოცემულია ტბორის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმაში.

6. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი. ამასთან, წლიური მომსახურების საფასურზე შეთანხმებიდან გამომდინარე, მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მოწყობისა, ტბორის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმის ფარგლებში მოხმარებულ წყლის მოცულობაზე ანგარიშსწორება განხორციელდება წლიური მომსახურების საფასურით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში მომხმარებელთან დამონტაჟებული მრიცხველის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიყენება ინფორმაციული და საკონტროლო მიზნებისთვის, მათ შორის: ტექნიკური დანაკარგების იდენტიფიცირების, მომდევნო წლის პერიოდზე წყლის მიწოდების რეჟიმების დაგეგმვის და სხვა მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ამ წესების 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარიცხვის საფუძველს,  წლიური მომსახურების საფასურზე შეთანხმებიდან გამომდინარე, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის. ამასთან, აღნიშნული მონაცემები არ გამოიყენება წლიური მომსახურების საფასურის გადაანგარიშებისა ან კორექტირებისთვის.

8. წლიური მომსახურების საფასურის დარიცხვა და მისი ქვითარში ასახვა განხორციელდება ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდების პირველი ოპერაციის დაწყების თარიღიდან ორი კვირის ვადაში. ამასთან, მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვითარი ასევე უნდა შეიცავდეს წესების 49-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

9. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი და ტბორისთვის დადგენილი წყლის მოხმარების ნორმა. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძის/მრიცხველის მონაცემებით, შესაბამისი აქტით ან სხვა ობიექტური გარემოებით დადასტურდება, რომ მომხმარებელი არღვევს შეთანხმებულ წყალსარგებლობის განრიგს ან წყალაღების პირობას, რის შედეგადაც წლის განმავლობაში ფაქტობრივად მოხმარებული წყლის მოცულობა გადააჭარბებს შეთანხმებულ ოდენობას, ზედმეტობით მოხმარებულ მოცულობაზე დარიცხვა განხორციელდება კუბურ მეტრზე დადგენილი ტარიფით. ზედმეტობით მოხმარებული მოცულობა განისაზღვრება ამ წესებით დადგენილი წესის შესაბამისად.

10. ეს მუხლი მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 69³. პროფილური მომხმარებლის  მომსახურების საფასურის დარიცხვის გარდამავალი რეჟიმი

1. წინამდებარე მუხლი არეგულირებს 2026 წლის გარდამავალ პერიოდში პროფილური მომხმარებლისთვის (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის) გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვის წესს, როდესაც კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედებით იცვლება პროფილური მომხმარებლის ანგარიშსწორების პრინციპი და 2026 წლის განმავლობაში მასზე ვრცელდება ორი განსხვავებული სატარიფო რეჟიმი.

2. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურების ტარიფების ამოქმედებამდე პერიოდში პროფილურ მომხმარებელზე გაწეულ მომსახურებაზე დარიცხვა  ხორციელდება მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული მორწყვის ოპერაციის მიხედვით, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული ოპერაციის არარსებობის შემთხვევაში მომხმარებელზე დარიცხვა არ განხორციელდება. პროფილურ მომხმარებელზე დარიცხული თანხა განისაზღვრება მოქმედი წლიური მომსახურების საფასურის ფარგლებში და წარმოადგენს მოქმედი წლიური მომსახურების საფასურის წილს რწყვის ოპერაციაზე, სადაც რწყვის ჯერადობა მოცემულია კონკრეტულ კულტურაზე შესაბამისი კალენდარული წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილობრივი განაწილების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი აგროვადების მიხედვით დადგენილი რწყვის ჯერადობა კულტურების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი კალენდარული წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმით.

4. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურების ტარიფების ამოქმედებიდან, გაწეულ მომსახურებაზე დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული მორწყვის ოპერაციის მიხედვით,  კომისიის მიერ დადგენილი ახალი ტარიფის შესაბამისად.

5. ეს მუხლი მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე.“;

ი) 70-ე მუხლის:

ი.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიმწოდებელი ვალდებულია 2027 წლის პირველ დეკემბრამდე კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს საირიგაციო სისტემის მართვისა და ანგარიშგების კონცეფცია, ამ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.“;

ი.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ წესების 411 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე