“ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიაონის სრულყოფის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიაონის სრულყოფის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 275/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 24/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.484
  • Word
275/ნ
18/10/2006
სსმ, 145, 24/10/2006
470.230.000.22.035.009.484
“ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიაონის სრულყოფის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.484

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №275/ნ

2006 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №29, მუხ. 249) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ” ქვეპუნქტი:

„პ) სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სასტერილიზაციო (შემდეგ ტექსტში – სადეზინფექციო) საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი 15-ის შესაბამისად)”.

2. ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.

3. მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამედიცინო დეზინფექციაში, პროფილაქტიკურ დერატიზაციასა და დეზინსექციაში მხოლოდ იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ.“.

4. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სასტერილიზაციო (შემდგომ ტექსტში – სადეზინფექციო) საშუალებათა დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის: წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჰიგიენური შეფასება, დასკვნის გაცემა, გადაწყვეტილების მიღება რეგისტრაციის თაობაზე, რეესტრის მონაცემთა ბაზის წარმოება, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა (დანართი 15-ის შესაბამისად), თანმხლები დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება.”.

5. ამოღებულ იქნეს მე-6, მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 პუნქტები.

6. მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სადეზინფექციო საშუალების რეგისტრაციისათვის განმცხადებელი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს და წარადგენს:

ა) მიმწოდებლის/მწარმოებლის განცხადება-მიმართვას მისამართისა და სხვა რეკვიზიტების მითითებით;

ბ) ინფორმაციას სადეზინფექციო საშუალების გამოყენების სფეროს, წესებისა და პირობების შესახებ;

გ) მონაცემებს სადეზინფექციო საშუალების ნიშანდების, ეტიკეტირების, შეფუთვის, შენახვის ვადებისა და პირობების შესახებ;

დ) მონაცემებს სადეზინფექციო საშუალების მავნე ზემოქმედებისას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესახებ;

ე) მონაცემებს სადეზინფექციო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების იდენტიფიკაციის შესახებ;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –    ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის” დასკვნას საშუალების მადეზინფიცირებელი ეფექტის შესახებ;

ზ) იმპორტირებული პროდუქციის შემთხვევაში – მწარმოებელი ქვეყნის უფლებამოსილი ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემულ წარმოშობის, ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტებს.“.

7. დაემატოს 51, 52, 53, 54, 55, 56 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„51. სადეზინფექციო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში;

ბ) სადეზინფექციო საშუალება შეიცავს შეზღუდულ და აკრძალულ ნივთიერებებს;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაიცა უარყოფითი ჰიგიენური დასკვნა;

52. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი ვალდებულია წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს 10 დღის ვადაში. გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.

53. სადეზინფექციო საშუალების რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა უფასოა.

54. რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოყენების, უტილიზაციისა და განადგურების შესახებ ახალი მონაცემების მიღების შემთხვევაში მწარმოებელი/მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ რეგისტრაციის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს რეესტრის მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

55. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს სადეზინფექციო საშუალების რეგისტრაცია მასში შემავალი ნივთიერების შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ ახალი მონაცემების მიღებისას – განიხილოს რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი.

56. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე.”

8. მე-3 დანართს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-13 პუნქტი:

„3. მაღალი სისუფთავის მოთხოვნის სპეციალიზებულ სათავსებში ჰაერის გაუსნებოვნება:

ა) საოპერაციოების, ოპერაციის შემდგომ და ინტენსიური თერაპიის პალატების, რეანიმაციის, სამშობიაროს, ქირურგიული სტომატოლოგიის, ასეპტიკური ბლოკების, ცენტრალური სასტერილიზაციოს სტერილური („სუფთა“) ზონის სათავსებში, სისხლის გადასხმის, აგრეთვე კანის დამწვრობით ავადმყოფთა პალატებში მიწოდებული ჰაერი უნდა იწმინდებოდეს ბაქტერიოციდულ ფილტრებში, ხოლო ჰაერისა და სხვადასხვა ზედაპირების დეზინფექციისათვის გამოყენებული იქნეს ბაქტერიოციდული ნათურები, ღია ან ეკრანირებული ნათურებით;

ბ) ბაქტერიოციდული ფილტრი წარმოადგენს სხვადასხვა მოდიფიკაციის ჰაერის სამედიცინო რეცირკულაციურ სტერილიზატორს. ხელსაწყოს დანიშნულებაა შეაკავოს ჰაერში მიკრობული აეროზოლის ყველა კომპონენტი, მტვერი, მავნე ნივთიერებები და სუნი. ფილტრების მუშაობა დასაშვებია პერსონალისა და პაციენტის თანდასწრებით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი 15

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი

 

სარეგისტრაციო მოწმობა  № – 0000

 

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სადეზინფექციო საშუალების სავაჭრო დასახელება, მწარმოებელი ფირმა და ქვეყანა)

 

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სადეზინფექციო საშუალების მომწოდებელი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი)

 

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სადეზინფექციო საშუალების შემადგენელი აქტიური ნივთიერების დასახელება,  სინონიმები)

 

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გამოყენების სფერო, ფორმა, მეთოდი, შენახვის წესი და პირობები)

 

მოწმობა გაცემულია –––  –––––––––––  200––წ.   

               

საზოგადოებრივი ჯანდაცვის

დეპარტამენტის უფროსი

––––––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)

                                                                                                                                                                     ბ.ა.

ქ. თბილისი

 

200—წლის -------  -------------------