„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016647
27
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250050.35.167.016647
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2024, 010250050.35.167.016607).
მუხლი 2
დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული  „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის“:

ა) პირველი  მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) სრული თანხა შეადგენს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.“.

ბ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდებისა და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.“.

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი;“

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას, კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას და სხვა ტექნიკური საკითხების უზრუნელყოფას და ამავდროულად პასუხისმგებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემოსულ წერილობით კორესპონდენციაზე. კომისიის მდივანი არ მონაწილეობს შეფასების პროცესში.“

დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„3. ბენეფიციარი ვალდებულია განახორციელოს პროექტის თანადაფინანსებაში მონაწილეობა ფინანსური აქტივებით პროექტის საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით, ფულადი რესურსით.“

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპროექტო განცხადების შემოტანის კონკურსს აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.“

ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საპროექტო განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განმცხადებლის პირადობის ასლი;

ბ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, განმცხადებლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

დ) ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან, განმცხადებლის ანგარიშზე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული  სავალდებულო თანხის არსებობის შესახებ.“

ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განცხადებით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 5 000 ლარს;“

ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. საპროექტო განაცხადის შეფასება

1. საპროექტო განაცხადის შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის საკონკურსო კომისია.

2. საპროექტო განაცხადის შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:

ა) ფორმალური შეფასება;

ბ) გასაუბრება.

3. გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს პროექტის განხორციელების ადგილის დათვალიერებას.

4. შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, ერთი შემფასებლის მხრიდან, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:

ა) ფორმალური შეფასება – მაქსიმალური ქულა 30;

ბ) გასაუბრება – მაქსიმალური ქულა 50;

გ) განმცხადებელს,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შემთხვევაში   - 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

დ) განმცხადებელს, მარტოხელა  მშობლის სტატუსის შემთხვევაში – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

ე) განმცხადებელს - მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) სტატუსის შემთხვევაში – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

ვ) განმცხადებელს შშმ პირის სტატუსის შემთხვევაში – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

5. საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი №3-ის შესაბამისად.“

თ) მე-13 მუხლის:

თ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობაა, გამოყოფილი თანხის მოცულობა 50 000 ლარი  გაყოფილი 5000 ლარზე.

3. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია.“

თ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ყველა ის პროექტი,  რომელიც დააგროვებს, კომისიის წევრების მიერ შეფასებული ჯამური ქულების, მაქსიმალურ ქულათა ნახევარზე მეტ ქულას (250 ქულაზე მეტი) ჩაითვლება მოწონებულ  პროექტად და გაეწევა რეკომენდაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, პროექტის დაფინანსებაზე.

ი) მე-14 მუხლის:

ი.ა) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორს, მუნიციპალიტეტისა და მიმწოდებელს შორის ფორმდება თანადაფინანსების სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და ითვალისწინებს გამარჯვებული ბენეფიციარის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

2. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არანკლებ 2000 და არაუმეტეს 5000 ლარს.

3. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადი დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს 5 000 ლარისა.“.

ი.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინვოისების გადამოწმებას, ბაზრის მოკვლევას და ბაზრის კვლევის ამსახველი დასკვნის მომზადებას, რის შემდეგაც ფორმდება ხელშეკრულება.

8. პროექტის დასრულება უნდა მოხდეს კალენდარული წლის ბოლომდე.“

ი.გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9  პუნქტი:

„9. წინამდებარე პროგრამით სარგებლობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ.“.

კ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი

1.კომისია ვალდებულია, ბენეფიციარების მიერ მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, განახორციელოს მონიტორინგი  საპროექტო განაცხადის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაწყებიდან მისი სრულად ათვისებამდე პერიოდში.“.

ლ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„მუხლი 16. პროგრამის შეფასება

პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს პროგრამის განახორციელების წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ (დასაქმებულთა ოდენობა, წლიური შემოსავლის ზრდა), ისე თვისობრივ მაჩვენებლებს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.“.

მუხლი 3
დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი  N2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

დანართი №2

საპროექტო განაცხადის ფორმა

 

 

 

 

 

ნაწილი I. ზოგადი ინფორმაცია

განმცხადებლის სახელი და გვარი

 

პირადი ნომერი

 

მოქალაქეობა

 

საცხოვრებელი მისამართი

 

 

სოფელი/ქალაქი

 

მუნიციპალიტეტი

 

ტელეფონი

 

E-mail/ელ.ფოსტა

 

 

                   ნაწილი II. პროგრამის აღწერილობა

ბიზნესიდეის სახელწოდება/პროექტის დასახელება:

    

 

პროექტის განხორცილების ადგილი

 

მუნიციპალიტეტი

სოფელი

პროექტის სამიზნე ჯგუფი და ბენეფიციართა სავარაუდო  რაოდენობა

დასაქმებულთა რაოდენობა (რამდენი ადამიანის დასაქმებას  გეგმავთ პროექტის განხორცილების პერიოდიში )

  

სულ

მათ შორის:

 

 

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი

მათ შორის, განმცხადებლის (ებ) ის საკუთარი ფინანსური ან/და  მატერიალური წვლილი

 

მოთხოვნილი თანხის ოდენობა

 

განმცხადებლის თანამონაწილეობა (საკუთარი წვლილი : ფინანსური ან/და მატერიალური))

  

პროექტის დაწყების და დასრულების  სავარაუდო თარიღები

 

ბიზნესიდეის / საქმიანობის  აღწერა

გთხოვთ აღწეროთ თქვენს მიერ შემოთავაზებული საქმიანობის იდეა, ასევე აღწერეთ პროდუქტი/სერვისი, რომელსაც სთავაზობთ ბაზარს. ვინ არიან თქვენი კონკურენტები? წარმოაჩინეთ, რატომ მიიღებს თქვენს პროდუქტს ბაზარი და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა.

 

 

თქვენი ბიზნესსაქმიანობა რომელ კომპონენტს  უწყობს ხელს  და როგორ, გთხოვთ აღწეროთ

საქონლის/პროდუქტის შექმნა

მომსახურების მიწოდება

კომბინირებული

აგრო წარმოება/მომსახურება                                         

ტურიზმი

აგროტურიზმი

 

 

 

 

სამეწარმეო გეგმა:

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ იდეის რეალობად ქცევისთვის?

 რა იქნება თქვენი შემოსავალიმოგებაზარალიხარჯები და მარკეტინგის გეგმა?

 

20___ წლის გეგმა:

 

 

20___ წლის გეგმა:

 

 

20___ წლის გეგმა:

 

 

ნაწილი III. ხარჯები

 

ბიუჯეტი უნდა იყოს პროექტთან შესაბამისობაში, კატეგორიების მიხედვით და ფასები უნდა იყოს მითითებული დღგ-ის ჩათვლით.

 

პროექტის ბიუჯეტი:   

N

სახეობა/დასახელება

ერთეული

რაოდენობა

ცალის ღირებულება

მთლიანი ღირებულება

განმცხადებლის თანამონაწილეობა

მუნიციპალიტეტიდან მოთხოვნილი თანხა

1

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

სულ

 

 

ბიუჯეტის აღწერილობა (მოთხოვნილი თანხის  და საკუთარი ფინანსური შენატანების ან სხვა წყაროების თანადაფინანსების შესახებ ნარატიული აღწერა, თითოეული ხარჯი უნდა აღიწეროს რომელი აქტივობის განხორციელებას შეუწობს ხელს და რაში დაიხარჯება):

   

 

ნაწილი IV. პროექტის განხორციელების გეგმა

პროექტის განხორციელების გრაფიკი:

(გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი თვეები  √ ან X სიმბოლოებით აქტივობის განხორციელების მიხედვით).   საჭიროების შემთხვევაში ცხრილში დაამატეთ რიგები.

 

საქმიანობა  (მაგ.: საქონლის შეძენა)

თვე  I

თვე  II

თვე III

თვე  IV

თვე V

თვე  VI

თვე  VII

თვე  VIII

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია სწორია. არ გამაჩნია დავალიანება და არ ვარ დავაში შემოსავლების სამსახურთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ან სხვა შესაბამის ორგანოებთან. 

 

თარიღი:     

ადგილი: 

განმცხადებლის ხელმოწერა:

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია