დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016806 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 155-ე მუხლების, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 10/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016374) შევიდეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დავების განხილვის წესების:
ა) მე-3 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „ა“, “დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სადავო საკითხი – დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი დავა, რომლის გადაწყვეტა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან/და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;“; „დ) საწარმო – ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე, წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას. ასევე „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველადი წყალმოსარგებლე.“; „ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის, საწარმო), აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საწარმოს აქტი ან ქმედება და რომელიც, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავს კომისიას;“. ა.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მომხმარებელი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებელი და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია/სხვა წყალმომხმარებელი “. ა.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონითა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. ბ) მე-19 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკითხის განხილვისას გამოვლინდა საწარმოს მიერ სალიცენზიო პირობის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონების ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევა, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, შესაძლოა, მიეცეს დავალება კონკრეტული გარემოებების შესწავლის თაობაზე, კანონმდებლობის შესაბამისად საკითხის განხილვის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები