დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 313/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016973 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (ემიტენტი და ექვაირერი) ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის ოპერაციებისთვის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისი მექანიზმების, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა უსაფრთხო მოდელის დანერგვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ წესის მიზნების შესრულება, მათ შორის, ელექტრონული კომერციის ოპერაციებთან დაკავშირებული თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკების შემცირება;“; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (ემიტენტი და ექვაირერი) ვალდებული არიან ერთობლივად შეიმუშაონ და არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინონ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოდელი და წინადადება/წინადადებები ელექტრონული კომერციის ოპერაციებისთვის იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმებისა და მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებით.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს საგადახდო მომსახურებას სთავაზობს თავისი ვებგვერდის მეშვეობით, უფლებამოსილია მომხმარებელს მისცეს საშუალება თავის ელექტრონულ საფულეს/ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებლის იდენტიფიკატორს მიაბას საგადახდო (საბარათე ან/და სხვა) ინსტრუმენტი. საგადახდო ინსტრუმენტის მიბმა ხორციელდება საფულის შევსების ან/და საფულიდან ინსტრუმენტზე თანხის გადატანის მიზნით, ასევე გადახდის ოპერაციის ერთჯერადად განხორციელების მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის მიბმის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ემიტენტის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის ან 2027 წლის 1 იანვრამდე ერთჯერადი კოდის გამოყენების საფუძველზე, გარდა უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტისა. იდენტიფიცირებული მომხმარებლის შემთხვევაში, საფულის შევსების ან გადახდის ოპერაციის ერთჯერადად შესრულების მიზნით საგადახდო ინსტრუმენტით ოპერაციის ინიციირებისას, ემიტენტის მიერ ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელება (ან ერთჯერადი კოდის გენერირება) არ მოითხოვება. აღნიშნულ შემთხვევებში ელექტრონულ საფულეზე წვდომა ან ვებგვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა უნდა განხორციელდეს პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის საფუძველზე. არაიდენტიფიცირებული მომხმარებლის შემთხვევაში, ვებგვერდიდან საგადახდო ინსტრუმენტით ოპერაციის ინიციირებისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა საგადახდო ინსტრუმენტის გამომშვები პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელება ან ერთჯერადი კოდის გამოყენება. ამ პუნქტის დარღვევით განხორციელებულ ოპერაციებზე საგადახდო ინსტრუმენტის გამომშვები პროვაიდერის და მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება ვებგვერდით მომსახურე პროვაიდერს (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერს).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები