„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 480430000.10.003.025529
635
30/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
480430000.10.003.025529
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №635

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, №54, 13/05/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს მიერ 50% ან 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:

ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;

ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;

გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე