"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016940
1-1/495
30/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
300300000.22.024.016940
"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/495

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება: 

1. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა და ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლებისა) წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით შესყიდული/მიღებული, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით შესყიდული/მიღებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ მიღებული (მოხმარებული), იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ ექსპორტირებული, საბითუმო მიმწოდებლის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და თავისუფალი მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.“.

2. 1410 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის დანაკარგების შესყიდვის/მიღების ნაწილში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადახდილ მომსახურების საფასურს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სრულად უნაზღაურებს ტრანზიტის დამკვეთი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი