დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016462 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, 22/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016338) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტრო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით.“. 2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა და მათ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;“. 3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ბენეფიციართა და მათ თანმხლებ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელშეწყობა ჯანდაცვითი/სოციალური პროგრამებით სარგებლობის პერიოდში.“. 4. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით.“. 5. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დირექტორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“. 6. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: 1. პოლიტიკის დეპარტამენტი: ა) ჯანმრთელობის საკითხთა სამმართველო; ბ) სოციალურ საკითხთა სამმართველო; გ) პროგრამების ადმინისტრირების და ანალიტიკის სამმართველო. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო. 3. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი: ა) საფინანსო სამმართველო; ბ)სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო. 4. შიდა აუდიტის სამსახური.“. 7. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.მ“, „ა.ნ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 8. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროგრამების მიმართულებით გ.ა) სამინისტროს პროგრამების დაგეგმვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ.ბ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; გ.გ) მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციის შესწავლა და სამინისტროს პროგრამების და პროექტების მიზნობრივი შესრულების შემოწმება/კონტროლი; გ.დ) სამედიცინო დაწესებულებიდან შემოსული დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება ბენეფიციარის მიმართ კომისიური წესით მიღებულ გადაწყვეტილებასთან, საგარანტიო წერილის ვადებთან; გ.ე) შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტის/მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა შემდგომი რეაგირებისთვის; გ.ვ) ბიუჯეტის ფარგლებში ძირითადი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება; გ.ზ) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილებების, საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის; გ.თ) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება.“. 9. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; გ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, პროექტების, გეგმების, რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; კ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება; მ) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით: მ.ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; მ.ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის/დაკისრების), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; მ.გ) კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა; მ.დ) სამინისტროში სტაჟირებისა და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება; მ.ე) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; მ.ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემა; ნ) სამინისტროს საქმისწარმოების მიმართულებით: ნ.ა) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; ნ.ბ) საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ნ.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“. 10. დებულების 91 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;“. 11. დებულების 91 მუხლის „ა“ პუნქტს დაემატოს „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“ და „ა.კ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გარე კაპიტალის მოზიდვა, ფინანსური მართვის ეფექტურობის ამაღლების უზრუნველყოფა; ა.თ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური საქმიანობის ხელშეწყობა; ა.ი) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ბიზნესგეგმების შესრულების, ფაქტობრივად მიღებული მოგების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა; ა.კ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისგან სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მათი ფინანსური საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.“. 12. დებულების 91 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 13. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. შიდა აუდიტის სამსახური ა) შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა.ბ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ა.გ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ა.დ) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ა.ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი; ა.ვ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და განხორციელებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი; ა.ზ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის/ინფორმაციის და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; ა.თ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური სახსრების კანონზომიერი და მართებული გამოყენების შემოწმება; ა.ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები