დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04-02/102 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.33.062.016149 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/07/2023; 190040000.33.062.016135) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1-ის: ა) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძირითადი აქტივების ერთეულის აღიარების შეწყვეტა წარმოებს, როდესაც აქტივი არის სრულად ამორტიზებული და მისი გამოყენებიდან შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლის და მომსახურების პოტენციალის მიღება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციიდან მიღებული სასარგებლო ნარჩენი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, განსაკარგავად გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კლასიფიცირდება, როგორც „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ და მიეკუთვნება ნომინალური – №5-32-1310 ანგარიშის დებეტს, №1-14-1420 – „სხვა დანარჩენი მასალები და მარაგების“ ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.“; ბ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ძირითადი აქტივების რეალიზაცია 1. ძირითადი აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში ჯერ წარმოებს ისტორიული ღირებულებიდან აკუმულირებული ცვეთის და აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხების ჩამოწერა: დ – 1-28-0000 – „აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაცია“. დ – 1-29-0000 – „გრძელვადიანი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“. კ – 1-22-0000 – „ძირითადი აქტივები“. 2. გასაყიდი ძირითადი აქტივი, გაყიდვამდე, ნარჩენი ღირებულებით მიეკუთვნება „გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ №1-27-4400 ანგარიშის დებეტს, „ძირითადი აქტივების“ №1-22-0000 შესაბამისი ქვეანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. საბალანსო ღირებულების აღიარება რეალიზაციის ხარჯად: დ – 5-76-0000 – „გრძელვადიანი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები“. კ- 1-27-4400 – „გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები“. ძირითადი აქტივის ნარჩენი სარეალიზაციო ღირებულების მოთხოვნად აღიარება: დ – 1-13-8200 – „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნები“. კ – 4-43-0000 – „გრძევადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“. მოთხოვნის ჩამოწერა მიეკუთვნება №1-13-8200 – „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნების“ ანგარიშის კრედიტს, №1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“ ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში (გამონაკლისია სსიპ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ქონების რეალიზაცია) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით წარმოიქმნება ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო). შემოსავლები მიიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, შემოსულობების სახაზინო ანგარიშზე და აღიარდება, როგორც „შემოსულობები არაფინანსური აქტივების კლებით“ და დადებეტდება ანგარიში – №5-51-4000 – „შიდა ტრანსფერები საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ხაზინაში, გრძელვადიანი აქტივების გაყიდვით“, „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“ – №2-13-1200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. 4. თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა გატარდება: დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“. კ – 1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“. 5. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ნომინალური ანგარიშები, ექვემდებარება გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ნომინალურ ანგარიშებზე და შესაბამისად გაზრდიან/შეამცირებენ გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებს.“; გ) 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში (შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები). 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს, ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები არ ექვემდებარება კონსოლიდაციას. პარტნიორის გადაწყვეტილებით წარმოებს ამ საწარმოების ინვესტირება და მიღებული მოგების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეინვესტირება.“; დ) 34-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია: ა) „ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება“; ბ) „ფინანსური შედეგების ანგარიშგება“; გ) „ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება“; დ) „წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება“; ე) „ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება“; ვ) „განმარტებითი შენიშვნები“. 7. სააღრიცხვო ოპერაციების დეტალიზაცია წარმოებს განმარტებითი შენიშვნების შემდეგ ფორმებში: ფორმა №0 – ფინანსური ანგარიშგებების შენიშვნები; ფორმა № 1 – ფულადი სახსრები და ეკვივალენტები; ფორმა № 2 – მიმდინარე ინვესტიციები; ფორმა № 3 – მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები; ფორმა № 4 – მატერიალური მარაგები; ფორმა № 5 – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები; ფორმა № 6 – ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში ; ფორმა № 6-1 – სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები; ფორმა № 7 – ძირითადი აქტივები; ფორმა № 8 – საინვესტიციო ქონება; ფორმა №9 – არამატერიალური აქტივები; ფორმა №10 – შეღავათიანი მომსახურების აქტივები და ვალდებულებები; ფორმა №11 – ფინანსური იჯარით აღებული აქტივები და ვალდებულებები; ფორმა №12 – სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები; ფორმა №13 – ფინანსური ვალდებულებები; ფორმა №14 – მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები, გარდა პროცენტისა; ფორმა №15 – ანარიცხები; ფორმა№16 – გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები და არაფულადი ვალდებულებები; ფორმა №17 – საგადასახადო შემოსავლები; ფორმა № 18 – შემოსავლები გრანტებიდან; ფორმა №19 – ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები; ფორმა № 20 – შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან; ფორმა №21 – გაუფასურების ხარჯები და გაუფასურების უკუგატარებით შემოსავლები; ფორმა №22 – სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები; ფორმა №23 – შრომის ანაზღაურების ხარჯები; ფორმა №24 – საქონელი და მომსახურების ხარჯი; ფორმა №25 – გრანტის ხარჯი; ფორმა №26 – სუბსიდიის ხარჯი; ფორმა №27 – სოციალური დახმარების ხარჯები; ფორმა №28 – საპროცენტო ხარჯი; ფორმა №29 – ფაქტობრივი თანხებისა და საოპერაციო, საინვესტიცო და ფინანსური საქმიანობებიდან წმინდა ფულადი სახსრების შეჯერება (შედარება); ფორმა №30 – სახელმწიფოს სახელით ადმინისტრირებადი კატეგორიები.“; ე) 34-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კონსოლიდაცია წარმოებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ნაშთების დაჯამებით. კონსოლიდაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა ოპერაციები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებით განხორციელებული ოპერაციები ექვემდებარება გადაფარვას (საჭიროების შემთხვევაში ელიმინირებას), ხოლო შემოსავლები და ხარჯები – ელიმინირებას (ამოთიშვას). კონსოლიდაციის პროცესში ელიმინირებას (ამოთიშვას) ექვემდებარება როგორც გაცვლითი, ასევე არაგაცვლითი ოპერაციებით განხორციელებული ტრანსფერები: ა) მიმღები საბიუჯეტო ერთეულის მიერ: აქტივების მიღებით აღიარებული შემოსავლები და ვალდებულების აღებით აღიარებული ხარჯები გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებიდან; ბ) გამცემი საბიუჯეტო ერთეულების მიერ: აქტივების გაცემით აღიარებული ხარჯები და ვალდებულებების გადაცემით აღიარებული შემოსავლები გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებიდან.“; ვ) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ერთეულების დაქვემდებარების ცვლილების შემთხვევაში ერთეულის ფინანსური ანგარიშგება აგრეგირდება იმ მაკონტროლებლის ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში, ვის დაქვემდებარებაშიც მოექცა მოცემული ერთეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში ანგარიშებზე ნაშთების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, როგორც გადამცემი, ასევე მიმღები მაკონტროლებლის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები