„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025542
648
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
300160070.10.003.025542
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №648

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აღჭურვილია:

ზ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;

ზ.ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით;“.

2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტოსადგურებისათვის ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის:

ა) „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა თბილისსა  და ბათუმს შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 დეკემბრიდან;

ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნა  თბილისსა  და ბათუმს შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 დეკემბრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე