„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.025551
2
12/01/2026
ვებგვერდი, 13/01/2026
130030000.10.003.025551
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2 

2026 წლის 12 იანვარი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართს („სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე მუხლი:

მუხლი 31. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობის და ამ შენობა-ნაგებობებისთვის ჩატარებული/ჩასატარებელი რეკონსტრუქციისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე