„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016974
5/04
15/01/2026
ვებგვერდი, 16/01/2026
220010000.18.011.016974
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 5/04

2026 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 15/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016690) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„7 1. თუ დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი ან/და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრე/ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირი ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტ(ებ)ში ფლობს აქციებს/წილს ან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტ(ებ)ში წარმოადგენს ადმინისტრატორს/საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელ პირს და გავლილი აქვს ეროვნულ ბანკში ადმინისტრატორის ან/და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის/საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირის სულ მცირე ამ წესის შესაბამისი ან/და უფრო კომპლექსური შესაფერისობის შემოწმება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მხედველობაში მიიღოს ეროვნულ ბანკში შესაფერისობის დადგენისას წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღარ მოითხოვოს დაინტერესებული პირისგან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ან/და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა