„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016829
3/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010190020.15.008.016829
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016021) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.“.

2. მე-7 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს, უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, ხოლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.”.

3. მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მოითხოვს მეტ დროს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი