„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016837
9/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010210010.15.008.016837
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ საარჩევნო კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.“.

2. მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღებისა და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით, განკარგულებით საუბნო საარჩევნო კომისიას დაამატოს სპეცჯგუფის/სპეცჯგუფების 2-2 წევრი და კონკურსის წესით შეარჩიოს აღნიშნული სპეცჯგუფის წევრები. სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია იცავდეს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის    მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების დროს, მათ შორის, კენჭისყრის დღეს სრულად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეცჯგუფის წევრების მიმართ ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მე-10 და  მე-11 პუნქტებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონის ვალდებულებისა. სპეცჯგუფის წევრების შერჩევის პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი