„საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016844
16/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010190020.15.008.016844
„საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 010190020.15.008.016666) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენები განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი