„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017981
6
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
040030000.22.033.017981
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №6

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017634) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი“.

3. ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულება

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, ამავე სამსახურის უფროსისთვის, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს სპეციალური წოდებები ენიჭებათ ინდივიდუალურად, მათი თანამდებობების, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და აგრეთვე პროფესიული დამსახურებების შესაბამისად.

2. საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭებას ახორციელებს სამსახურის უფროსი, ხოლო უფროსი სპეციალური წოდების მინიჭებას – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსისთვის უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ამ წესის დანართით გათვალისწინებული შესაბამისი პირისთვის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭებას – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.  

3. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს სპეციალური წოდებები ენიჭებათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

4. სპეციალური წოდების არმქონე პირს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას მიენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება – „რიგითი“.

5. პირს, რომელიც მსახურობდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე დაწესებულებაში და მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება, თუ სამსახურის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე ან საბაჟო დეპარტამენტში დანიშვნის მომენტისთვის გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დასაკავებელი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ამ წესით განსაზღვრული ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან დათხოვილი სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი სამსახურის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნის ან საბაჟო დეპარტამენტში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით. იმ შემთხვევაში, თუ მას გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას.

7. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელთა მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სამსახურებრივი შემოწმება მათ მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდებები არ მიენიჭებათ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე.“;

ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდებების მინიჭება ხდება თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭების შემთხვევისა.“;

ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

1. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭებათ:

ა) შეფასების შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისთვის;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის;

დ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

2. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება დასაშვებია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ.

3. სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.“;

ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სხვა დაწესებულებიდან გადმოსული თანამშრომლისთვის წოდების მინიჭება

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან სამსახურის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე ან საბაჟო დეპარტამენტში გადმოსულ თანამშრომელს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.“;

თ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„2. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობის პერიოდში მინიჭებული ჰქონდათ შესაბამისი სპეციალური წოდებები, თუ ამ წესით განსაზღვრული წოდებების მინიჭების მომენტისთვის გასული არ აქვთ მორიგი წოდებების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მათი წოდებები აღემატება დასაკავებელი თანამდებობებისთვის დადგენილ ზღვრულ წოდებებს, ენიჭებათ ამ წესით განსაზღვრული ის სპეციალური წოდებები, რომელიც შეესაბამება მათთვის მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვთ მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭებათ ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური წოდებები, თუ ისინი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობებისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებებს.“.

4. დანართით („ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები“) გათვალისწინებული – „საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„შემოსავლების სამსახურის უფროსი, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე

1. შემოსავლების სამსახურის უფროსი/საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე – გენერალ-მაიორი.

2. საბაჟო დეპარტამენტის უფროსი – გენერალ-მაიორი.

3. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე – გენერალ-მაიორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი