დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017657 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 08/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017417) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1500 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, არაუმეტეს 2000 ლარამდე.“. 2. დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად 1. კვების პროდუქტები (ხილი): კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა; ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა; მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ხაჭაპური არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ლობიანი არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში); ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი, ერთდროულად, ჯამში არაუმეტეს 5 კილოგრამისა. 2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა), არაუმეტეს 3 ცალისა; ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა), არაუმეტეს 1 ცალისა; სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა; ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა; პერანგი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა; სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონრის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა. 4. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო: საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა. 5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 6. პირსახოცი (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) ერთდროულად, არაუმეტეს 2 ცალისა და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 8. სათვალე (ოპტიკური, არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით). 9. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას). 10. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა), ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა. 11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 12. ყავარჯენი, ხის ხელჯოხი, პროთეზი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლი (ექიმის ნებართვით). შენიშვნები: 1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს – თვეში ოთხჯერ. 2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები