ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.088.016107
05/39
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
430210000.22.088.016107
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/39

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №03/47 ბრძანება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №3/333 ბრძანება;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის 16 აგვისტოს №3/139 ბრძანება;

დ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №03/42 ბრძანება;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის 16 აგვისტოს №3/138 ბრძანება;

ვ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №03/34 ბრძანება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე