დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017983 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართით („ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები“) გათვალისწინებული „საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოების და საბაჟო ლაბორატორიის“ მე-5 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის მთავარი აუდიტორი, სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს კინოლოგ-ოფიცერი, სამმართველოს მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, საბაჟო ლაბორატორიის მთავარი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ანალიტიკოსი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი სანიტარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ფიტოსანიტარი – კაპიტანი. 6. სამმართველოს უფროსი მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის უფროსი აუდიტორი, სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს წამყვანი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ანალიტიკოსი, სამმართველოს განყოფილების უფროსი სანიტარი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ფიტოსანიტარი – უფროსი ლეიტენანტი. 7. სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის აუდიტორი, სამმართველოს სპეციალისტი, სამმართველოს კინოლოგ-ინსტრუქტორი, სამმართველოს განყოფილების ანალიტიკოსი, სამმართველოს განყოფილების ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების სანიტარი, სამმართველოს განყოფილების ფიტოსანიტარი – ლეიტენანტი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები