დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025563 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი; გ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური ანალიზის სამსახური; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური; ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; გ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბიზნესგეგმების პროექტების შესწავლა და ანალიზი; დ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების, ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და, სათანადო ანალიზის საფუძველზე, წინადადებების მომზადება; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“. 3. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. ეკონომიკური ანალიზის სამსახური 1. ეკონომიკური ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის განხორციელება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა კოორდინაცია; გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება; დ) შესაბამისობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება; ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეტაპების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი; ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. 2. ეკონომიკური ანალიზის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი (საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და მართვაში არსებული სუბიექტების მიმართ.“. 4. მე-12 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება; ე) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; ვ) კანონიერების დაცვის კონტროლსა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები