„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.025567
18
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
040110030.10.003.025567
„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №18

2026 წლის 21 იანვარი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1023-IVმს-XIმპ, 11/11/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2020, 040110030.10.003.022290) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 452 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს;“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესი

1. მოძრავი ქონების უძრავ ნივთთან ერთად აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. მოძრავი ქონების (გარდა მოძრავი ქონების უძრავ ნივთთან ერთად აუქციონის ფორმით პრივატიზებისა) საწყისი საპრივატიზებო თანხა ან/და საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულების ან სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო) მიერ განხორციელებული შეფასების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ გაცემული დასკვნის (ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით) საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მოძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის, ასევე საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას დაეყრდნოს ქონების სააგენტოსათვის შესაბამისი ქონების გადაცემამდე ჩატარებულ შეფასებას.

4. მოძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის, ასევე საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, გაითვალისწინოს მოძრავი ქონების რაოდენობა და პრივატიზების ფორმა.

5. ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შეცვლის შემთხვევაში, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწყისი საპრივატიზებო თანხის, ასევე საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას შესაძლებელია, შენარჩუნებულ იქნეს ქონების წინა განკარგვისას (ბოლო განკარგვა) დადგენილი საწყისი საპრივატიზებო თანხა, ასევე − საპრივატიზებო საფასური.

6. იმ შემთხვევაში, თუ ქონების სააგენტოს განსაკარგავად გადაცემული ქონება გადაეცემა ნულოვანი ღირებულებით, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს ნული ლარით.

7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ნატურით გადაცემული მოძრავი ქონების პრივატიზებისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს სახელმწიფოსათვის ქონების ნატურით გადაცემისას დადგენილი ღირებულებით.

8. მოძრავი ქონების უძრავ ნივთთან ერთად აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის შემცირების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მოძრავი ქონების (გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) პრივატიზება, ქონების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის შემცირების თაობაზე, შემდეგი წესით:

ა) თუ არ მოხდება აუქციონზე პირველად გატანილი ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება 25%-ით;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება 50%-ით;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება 70%-ით;

დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება 70%-ზე მეტი ოდენობით.

10. თუ აუქციონზე გატანისას არ განხორციელდება ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის პრივატიზება, ქონების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების იმავე საწყის საპრივატიზებო თანხად განკარგვის ან ფასის შემცირების თაობაზე. ქონების სააგენტო უფლებამოსილია, შეამციროს ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა შემდეგი წესით:

ა) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება არაუმეტეს 25%-ით;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება არაუმეტეს 50%-ით;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება არაუმეტეს 70%-ით;

დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა მცირდება 70%-ზე მეტი ოდენობით.

11. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (გარდა მალფუჭებადი პროდუქციისა) სავაჭრო ობიექტებში/ინტერნეტმაღაზიაში განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების საპრივატიზებო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

12. მალფუჭებადი პროდუქციის პრივატიზებისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

13. თუ ამ მუხლის მე-11 ან მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული საფასურით პრივატიზების თაობაზე.

14. ამ მუხლის მე-9 – მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა, ასევე საპრივატიზებო საფასური მრგვალდება მთელ თეთრამდე.

15. თუ აუქციონში გამარჯვებული ქონების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის მოძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს, არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას ან არ უზრუნველყოფს მოძრავი ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და ქონების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, აუქციონი გამოცხადდება იმავე საწყისი საპრივატიზებო თანხით, რა საწყისი საპრივატიზებო თანხითაც იყო გამოცხადებული წინა აუქციონი.“;

დ) მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სახელმწიფო ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემისა) საფასურის განსაზღვრის წესი“;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის გზით ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის გზით ლიზინგის ფორმით გადაცემისას ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასური განისაზღვრება ქონების სააგენტოს ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასების/დასკვნის საფუძველზე.

2. თუ არ მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც არ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასური შეიძლება, 50%-ზე მეტად შემცირდეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე